logo.png

რუსების მხარდაჭერა მსოფლიო პატრიარქის წინააღმდეგ - ღვთის გმობაა

                     (იერუსალიმის დელეგაცია ფანარში)

 

როგორც სააგენტო romfea.gr იტყობინება, ფანარში მეორეგზის იმყოფებოდა იერუსალიმის საპატრიარქოს დელეგაცია,  ამანში შეხვედრაზე მონაწილეობაზე დასათანხმებლად.

დელეგატები ხაზს უსვამდნენ, რომ შეხვედრა ამანში მხოლოდ პატრიარქ თეოფილე III-ის მიერ კი არ იყო ორგანიზებული, არამედ იორდანიის მეფის - აბდალა II-ის გულმოდგინე მეცადინეობის შედეგადაც, რომელიც „ყურადღებით ადევნებს თვალს მართლმადიდებლობის საკითხებს“. თეოფილე იტყობინებოდა, რომ მათ ექნებოდათ აუდიენცია მეფე აბდალასთან.  ხოლო აქედან კი გამომდინარეობს, რომ დებატებისთვის დარჩებოდათ სულ რამდენიმე საათი.

სააგენტოს ცნობით, იერუსალიმელმა დელეგატებმა მკაცრად დაგმეს რუსეთის მხარე. მათი გადმოცემით, ამანში თეოფილე გეგმავს მწვავედ შეუტიოს მოსკოვის პატრიარქ კირილს. ანფიდონელმა არქიეპისკოპოსმა ნექტარიოსმა, კონსტანტინოპოლის უფლის საფლავის მეტოქის წინამძღვარმა, ემოციურად განაცხადა, რომ სცოდავს და ღმერთს გმობს ის, ვინც გულისხმობს, რომ იერუსალიმელი პატრიარქი როდესმე უთანაგრძნობს რუსების გეგმებს მსოფლიო პატრიარქის წინააღმდეგ.

მისი რწმუნებით: „მედგარმა საძმომ ისლამის ბატონობის 1300 წელს გაუძლო ისე, რომ მომლოცველობის წმინდა ალაგნი შეინარჩუნა ელინი ერის ხელში და ვინც ახლა ფიქრობს, რომ იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოს რუსები დაამარცხებენ, შეცდომაშია შეყვანილი!“.

შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო საპატრიარქოს ეპისკოპოსები, რომლებმაც იერუსალის პატრიარქს გაუგზავნეს ბევრი სასარგებლო რჩევები და შენიშვნები - მათ შორის:  წინადადებას აძლევენ თეოფილეს, ბოდიში მოუხადოს მსოფლიო პატრიარქს მოსკოვის თაღლითური გეგმის მხარდაჭერისათვის და, კატარის გამო ანტიოქიასთან ატეხილ კონფლიქტზე მითითებით, მიანიშნეს, რომ  რუსების შემდეგი სამიზნე შეიძლება  სწორედ იერუსალიმი გახდეს!

ბოლოს, თეოფილეს ისიც შესთავაზეს, რომ ამ რთული მდგომარეობიდან გამოსავალი შეიძლება იყოს შეხვედრის სულაც გაუქმება, რადგან ვერ იქნა  მიღწეული ყველა ავტოკეფალური ეკლესიის თანხმობა.

ნანახია: (1666)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას