logo.png

რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელმოწერილი 9 პუნქტიანი შეთანხმებით, შეიძლება ითქვას, რომ ყარაბაღის კონფლიქტი "დასრულდა".. რეგიონში რუსი "სამშვიდობოები" შედიან...

   სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერთი საათის წინ რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან შესაბამის "შეთანხმებას" მოაწერა ხელი:

 " ხელი მოვაწერე დოკუმენტს, რომლის ტექსტიც დაუჯერებლად მტკივნეულია ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის.

გადაწყვეტილება მივიღე სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზისა და მცოდნე ადამიანების რჩევებზე დაყრდნობით. ჩვენი ეს ნაბიჯი ემყარება რწმენას, რომ შექმნილ სიტუაციის გათვალისწინებით, ეს საუკეთესო გამოსავალია.

ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არც დამარცხებაა. ჩვენ უნდა შევიცნოთ საკუთარი თავი. ეს უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ერთიანობის, აღორძინების ხანის დასაწყისი.

უნდა გავიაზროთ ჩვენი დამოუკიდებლობა და არ დავუშვათ წარსულის შეცდომების გამეორება.

მუხლს ვიდრეკ ყველა მსხვერპლის წინაშე. თაყვანს ვცემ ყველა ჩვენს ჯარისკაცს, გენერალს, მოხალისეს, ვინც სიცოცხლით იცავდა და იცავს სამშობლოს.

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. გავიმარჯვებთ. გამაგრდი "არცახო" - წერს ფაშინიანი.

 

რუსეთის მიერ გაკონტროლდება ყველა შეთანხმებული ტერიტორიის გადაცემა, ვადები, მოსახლეობის უსაფრთხოება, გაიხსნება დერეფნები, მათ შორის საატრანსპორტო დერეფანი ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის..

ნანახია: (1072)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას