logo.png

ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა. მომიტინგეების მისამართით სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.

 

 

აქციაზე მყოფ ერთ-ერთ მომიტინგეს თვალი დაუზიანდა, რომელსაც გავრცელებული ცნობით, წყლის ძლიერი ჭავლი მოხვდა.

 

რუსთავი 2-თან მომხდარზე ერთ-ერთი ქალბატონი საუბრობს და ამბობს, რომ დაშავებულ მამაკაცს წყალი თვალში დამიზნებით ესროლეს.

 

„პირდაპირ თვალებში გვიმიზნებდნენ, მასაც დამიზნებით მოხვდა წყალი” – ამბობს ქალბატონი.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სამი ადამიანია დაშავებული.

 

 

ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის გაგრძელება რუსთაველის გამზირიდან ცესკოსთან გადაწყვიტეს. ამის შესახებ პარლამენტთან შეკრებილებს ნიკა მელიამ განუცხადა. აქციის მონაწილეები ცესკოს შენობასთან ფეხით მივიდნენ.

 

 

ნანახია: (1298)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას