logo.png

მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი) - პატრიარქ ილია II-ს! (მამხილებელი წერილი)

“თქვენ განუზომელ განდიდებას იყავით მიცემული (რასაც ჩვენ ქვემოთ დავასაბუთებთ) და როდესაც სინამდვილის პირისპირ აღმოჩნდით, შეგეშინდათ თვალებში შეგეხედათ მისთვის და მოგესმინათ ამ განსაცდელის შესახებ. განსაცდელი კი დღითიდღე მწვავდება, რადგან თქვენ, განდიდების მანიით შეპყრობილს გინდათ, ცრუმეტყველება გეხვიოთ გარს; გინდათ გესმოდეთ, რომ აყვავდა არნახულად საქართველოს ეკლესია. მაგრამ ჩვენ, ხუთმა მღვდელმთავარმა ვეღარ გამოვიჩინეთ ეს ცრუმეტყველება და თქვენი აშკარა მტრობა და სიძულვილი დავიმსახურეთ. რატომ? რა მოხდა? მოხდა დიდად სამწუხარო და სამარცხვინო ამბავი: მამათმავლები მომრავლდნენ ჩვენს ეკლესიაში. და არა თუ მარტო მომრავლდნენ. მათ დაიმსახურეს გაბატონებული მდგომარეობა და თქვენი აშკარა მფარველობის ქვეშ ეწეოდნენ თავიანთ სოდომურ ცოდვას. სამღვდელონიც და საერონიც აღშფოთებულნი იყვნენ ამ მოვლენით, მაგრამ საერონი ერთმანეთში მითქმამოთქმით იქარვებდნენ აღშფოთებას, ხოლო სამღვდელონი, თქვენი მუშაობის მეთოდებით დაშინებულნი, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. მიტროპოლიტმა შიო ავალიშვილმა 1980 წელს გაბედა და მოგახსენათ: „თქვენო უწმიდესობავ, თქვენს მოღვაწეობას ხარვეზად დააჩნდება ის, რომ საქართველოს ეკლესიის შინაგან სიწმინდეზე არ ზრუნავთ“. თქვენ სახის ფერის შეცვლამდე გაგაჯავრათ ამ შენიშვნამ და მას მხოლოდ თქვენი უკმეხი პასუხი მოჰყვა.”

"როგორც თქვენ, ისე თქვენს ახლო ნათესავებს საქართველოს ეკლესია მიგაჩნიათ თქვენს საგვარეულო საკუთრებად. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ვინმეს არ მოსწონს ეკლესიისადმი თქვენი ასეთი დამოკიდებულება, მაშინვე იწყება ნერვიულობა, დაძაბულობა, ჭორაობა და მოუსვენარი ფუსფუსი. საკმარისი იყო მოგვეტანა თქვენთან თხოვნა და მხილება მამათმავლების შესახებ, რომ დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ბუღალტრად მომუშავე თქვენს დას შეეწყვიტა ჩვენთან მისალმება და ლაპარაკი. როგორც ძველი მემამულე არ ინდომებდა, რომ ვინმე ჩარეულიყო მისი მამულის საქმეებში, ასევე თქვენ და თქვენიანები ვერ იტანთ, რომ ვინმემ გამოიჩინოს საქართველოს ეკლესიისადმი რაიმე დაინტერესება. ქართველი ხალხი – როგორც სამღვდელონი, ისე საერონი – აღშფოთებულია ამის გამო. აქედან დასკვნის გამოტანა ადვილია: თქვენი ოჯახის ყველა წევრი, ვისაც სამღვდელო ხარისხი არ აქვს, უნდა განთავისუფლებულ იქნას ეკლესიაში მუშაობისაგან."

"საქართველოს ეკლესიამ ბევრი რამ განიცადა წარსულში და დღეს სრულებით არაა იმის პირობები, რომ უსამართლობა ყვაოდეს ჩვენს ეკლესიაში. თქვენ ჩვენი ეკლესიის სულიერი და მატერიალური მართვა მამათმავლებსა და ვიქტორ შიოლაშვილს მიანდეთ, თავად კი უზენაესი ზედამხედველის მანტია მოიხურეთ და თქვენგან განსახვავებულად მოაზროვნე სამღვდელოებასთან ლაპარაკსაც კი არ კადრულობთ. არ გინდათ შეეგუოთ იმას, რომ ეკლესია ხალხს ეკუთვნის, ქართველ ხალხს."

ნანახია: (2966)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას