logo.png

მოსკოვი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ენერგეტიკული ობიექტების ხელში ჩაგდებას შანტაჟით ცდილობს: „არ დაგვითმობთ ქონებას - არ მიიღებთ ფულს“ ასეთია კრემლის პირობა.


,,პანდემიის პირობებში, როდესაც მთელი ყურადღება მიმართულია ადამიანებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაზე, ჩვენთან, რუსულმა კომისიებმა ჩამოსვლას მოუხშირეს. მაინცდამაინც ახლა დაინტერესდნენ ‘’ენგურჰესის’’ და სხვა ენერგოქსელების მუშაობის შესახებ...’’ - ამბობს სოხუმში მცხოვრები ასტამური.


ოკუპირებული აფხაზეთის თვითმარქვია პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას რუსეთის დედაქალაქში ვიზიტმა, აფხაზებში კითხვები და შეშფოთება გამოიწვია.

მღელვარების საფუძველი გახდა რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხის გააზრება, რომელიც შანტაჟისა და მანიპულირების გზით, მაგრამ თან თითქოს ‘’კანონიერად’’, ცდილობს აფხაზეთის სტატუს-კვოს ცვლილებასა და მის საბოლოოდ დამორჩილებას.


ყველასათვის გასაგებია, რომ კრემლს ბჟანია ფინანსური დახმარების მიღების სათხოვნელად ესტუმრა, იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა ძლივს უმკლავდება პანდემიას, რამდენიმე თვეა შეჩერებულია ხელფასების, შემწეობებისა და პენსიების გაცემა, და ა.შ.


თუმცა, სოხუმში დაბრუნების შემდეგ, მისი კრემლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე არანაირი კონკრეტული კომენტარი არ გაკეთებულა, შესაბამისად, არათუ დახმარება არ აღმოუჩინა ‘’სტრატეგიულმა პარტნიორმა’’, არამედ დახმარებაზე დაპირებაც არ მიუცია.

 

რუს ჩინოსნებთან, დიმიტრი კოზაკთან და მიხაილ ბაბიჩთან შეხვედრისას ბჟანიას წაუყენეს პირობები, რომელიც მას უმოკლეს დროში უნდა შეესრულებინა. ფინანსური დახმარების რაოდენობა კი იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად და ‘’ხარისხიანად’’ შეასრულებდა ოკუპირებული აფხაზეთი მოსკოვის მითითებებს.

 

საინტერესოა, რა პირობებზე შეიძლება იყოს საუბარი?!
ოფიციალური ინფორმაციის არარსებობის პირობებში, აფხაზმა ჟურნალისტებმა იხელმძღვანელეს არაერთგვაროვანი წყაროებით, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს ერთადერთი საშუალებაა რუსეთის მიერ აფხაზეთის საბოლოოდ ხელში ჩაგდების გეგმის გასაანალიზებლად.

 

 ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ანონიმური წყაროს მიერ აფხაზი ჟურნალისტისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთი ითხოვს ელექტროენერგეტიკის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას, რაც შემდგომში განაპირობებს მისი პრივატიზების შესაძლებლობას. მარტივად რომ ითქვას, კრემლს სურს თანდათან და ‘’კანონიერად’’ მიითვისოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ენერგოობიექტები. 

წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილებებს შეიტანენ, რუსეთი დაიწყებს ენერგოობიექტების სრულმასშტაბიან ‘’მშენებლობას’’. აღსანიშნავია, რომ ეს ობიექტები უკვე არსებობს, მხოლოდ რესტავრაცია სჭირდება, მაგრამ რუსები ამას წარმოაჩენენ როგორც ახალი ობიექტის მშენებლობას და ამ გზით გახდებიან მათი სრულუფლებიანი მფლობელები.


აფხაზეთის ენერგეტიკა მთლიანად ჰესებით და მათ მიერ გამომუშავებული ენერგიით განისაზღვრება. ენგურჰესის სამართავი ნაწილის და აგრეგატების გარდა, რომელიც გალის სოფელ საბერიოში მდებაროებს, იმავე რაიონის სოფელ რეჩხში არის ენგურჰესის შვილობილი კომპლექსი "ვარდნილჰესი" 4 მძლავრი ჰესით, რომელთაგანც, ომის შემდეგ მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს. საქართველოს სახელმწიფომ, 2011-2017 წლებში ჰესის სრული რეაბილიტაციისთვის 20 მლნ. ევრო დახარჯა. აფხაზური მხარისგან დღემდე მხოლოდ დანახარჯის ქვითრები მოდის. შეუთანხმებელია ენერგიის განაწილებაც, არის შემთხვევები, როდესაც მდინარეების ენგურისა და ერისწყლის მიერ შეკრებილი ენერგიის 60%-ზე მეტი მთლიანად სეპარატისტულ რეგიონს, უფასოდ მიაქვს.

გაავრცელა საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა

ნანახია: (1265)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას