logo.png

ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე გადმოგვცემს სომეხი და არაბი ისტორიკოსების ნაამბობს საქართველოზე:

"ისტორიკოსები - სომეხი უხტანესი  (მე-10-ს.) და არაბი ალ-ჰამავი იაკუთი (ياقوت الحموي الرومي; ) (მე-12-13-ს.) აღწერენ 

საქართველოს მოკლე ისტორიას:

უხტანესი: ,,ივერიელთა ტომების ნაწილი ნაბუქოდონოსორმა დაასახლა პონტოს ზღვის მარჯვენა სანაპიროზე, ტომი აღორძინდა, გამრავლდა, ზღვის პირას აქეთ-იქით, მოედო იმ მხარეს და გავრცელდა სომეხთა და ალბანთა საზღვრამდე, შეიქმნა ფრიად მრავალი ხალხი და ამ ქვეყანას აფხაზეთი ეწოდება. ურიცხვია სახელი თვითოეული გვარისა, ითესლეს და გამრავლდნენ და გახდა ტომი, რომელსაც თავის პირველ ქვეყანაში ივერიას უწოდებდნენ, აქ კი ქართველნი ეწოდებათ. ტომითაც, ენითაც, დამწერლობითაც, მამამთავრობითაც და მეფობითაც განმტკიცდნენ, ხოლო გამოჰყო, გამოაცალკევა და განაშორა ჩვენგან კირიონ სკუტრელმა“ 

ალ ჰამავი იაკუთი: ,,აბხაზი - ერთ-ერთი მხარის სახელი კაბკის(კავკასიონის) მთაზე, რომელიც ესაზღვრება ბაბ-ალ-აბვავბს(დარუბანდს), დასახლებულია ქრისტიანი ხალხით, რომელსაც ქურჯებს (გურჯებს) უწოდებენ, დაეშვენენ თბილისისკენ, განდევნეს იქიდან მუსლიმები, დაეუფლნენ მას 515 - წელს (ჰიჯრით), ...621 - წელს (ჰიჯრით) ხვარაზმშა ჯალალედინი თავს დაესხა მათ და ეცადა გაეთავისუფლებინა თბილისი, მაშინ მათი დედოფალი აბხაზეთში გაიქცა, არავინ დარჩენილა სამეფო სახლიდან მის გარდა"."

ნანახია: (1094)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას