logo.png

აფხაზური მედია: ბჟანიას თქმით, "პატრიოტები" აფხაზეთის აღიარებისთვის მზად იყვნენ

drzy3j9t6rqq3yk.jpg

გამოცემა აფსნი.პუბლიკის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში, დეფაქტო პარლამენტის სხდომაზე ე.წ დეპუტატებმა "პრეზიდენტთან", ასლან ბჟანიასთან ერთად 18 აგვისტოს აფხაზეთში პატრიოტთა ალიანსის ვიზიტი განიხილეს. 

გამოცემის ცნობით, შეხვედრის დეტალების შესახებ აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია "აარუას" ე.წ დეპუტატებმა მოუყვნენ. 

ე.წ დეპუტატების ცნობით, ბჟანია ამბობს, რომ საკითხზე მოლაპარაკებები მოსკოვში დაიწყო, სადაც მოლაპარაკებებში უფლებამოსილ პირად ე.წ.  პრეზიდენტის მრჩეველი ლაშა საკანია აირჩიეს. 

გამოცემის ცნობით, ბჟანია იუწყებოდა, რომ პატრიოტთა ალიანსი შემდგომი თანამშრომლობისთვის და სამომავლოდ ოკუპირებული აფხაზეთის აღიარებისთვის მზად არის. ბჟანია ყვებოდა, რომ ახლა ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციის შესახებ შეფასების გაკეთება დაევალა, ისევე როგორც, მეზობელ რესპუბლიკებთან ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობაზე ხაზგასმა. 

ასევე, ბჟანიას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს ამ საკითხზე პოზიცია უნდა დაეფიქსირებინათ. 

გამოცემის ცნობით, ე.წ პარლამენტმა ცალკე განიხილა პატიოტთა ალიანსის წარმომადგენლების მხრიდან ილორის ეკლესიისთვის ხატის შეწირვის საკითხი. 

ბჟანიამ "პატრიოტების" ვიზიტს ჰუმანიტარული აქტი უწოდა და დასძინა, რომ ვიზიტი არავისთან შეთანხმებული არ ყოფილა. თავის მხრივ, ე.წ დეპუტატებმა ბჟანიას უთხრეს, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრებს არასოდეს განუცხადებიათ, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არ იყო. მათ ე.წ. პრეზიდენტს ჰკითხეს, რის საფუძველზე დაიწყო პატრიოტთა ალიანსთან თანამშრომლობა. ბჟანიამ კი მათ მიუგო, რომ ამ ნაბიჯით "შეცდომა დაუშვეს". 

გამოცემის ცნობით, შეხვედრას 30 ე.წ დეპუტატი ესწრებოდა, შეხვედრის შესახემ ოქმი კი არ შეუდგენიათ. შეხვედრის შედეგად, "არუუას" წარმომადგენლები ე.წ. პარტლამენტში გამოვიდნენ ინიციატივით, დაეგმოთ 18 აგვისტოს ვიზიტი.

პატრიოტთა ალიანსისი ვიზიტი აფხაზეთში მიმდინარე წლის 18 აგვისტოს შედგა. ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი და ვნებათაღელვა მოჰყვა. შეხვედრაში მონაწილეობის გამო თანამდებობა დატოვა ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა ლაშა საკანიამ. მოგვიანებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესიამ პატრიოტთა ალიანსის მიერ ჩატანილ ღვთისმშობლის ხატის მიღებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ხატს უკან დააბრუნებდნენ. 

 

ნანახია: (1076)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას