logo.png

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი ავრცელებს 1921 წლის ქრონიკას:

1. "... შესაძლებელია, შევქმნათ ისეთი ვითარება, რომ მხსნელებად მოვევლინოთ საქართველოს, რომელიც იხრწნება და ანარქიას ეძლევა.” - 
(ორჯონიკიძე-კრემლს. 1921წ. იანვარი.)

2. “საქართველო საჭიროებს დაუთოებას ცხელი უთოთი” – (სტალინი, 1921 წ. ივნისი)

3. "...აუცილებელია განცხადებებში უაღრესი დიპლომატიურობა გამოიჩინოთ… იგივე ეხება საქართველოს, თუმცა გირჩევთ მას კიდევ უფრო ფრთხილად მოეპყროთ." -
(ლენინი - ორჯონიკიძეს, 1920 წ. აპრილი.)

4. "ამბები ისე დატრიალდა, იმედი მაქვს თორმეტს მაინც თბილისს ვიქნებით. საამისოდ ყველაფერი გაკეთებულია. ბრწყინვალედ გამოვა." - 
(ორჯონიკიძე ლენინს-სტალინს. 1920წ. მაისი.)

5. “ცენტრალური კომიტეტი გავალებთ თავი შეიკავოთ საქართველოზე შეტევისაგან. თბილისთან მოლაპარაკების შემდეგ ცხადია, რომ ზავი საქართველოსთან გამორიცხული არ არის. დაუყოვნებლივ გვაცნობეთ ზუსტი ცნობები საქართველოში აჯანყების შესახებ." - 
(ლენინი და სტალინი - ორჯონიკიძეს, 1920წ. მაისი.)

6. "იგი ისედაც გახდება საბჭოთა, სხვა გზა მისთვის არ არსებობს.
გირჩევ დაარწმუნო საქართველოს როგორც სასაზღვრო ნაწილები, ისე სხვა აჯანყებულები საქართველოს შიგნით,რომ არ იჩქარონ გამოსვლებში და შეინარჩუნონ თავიანთი ძალები უახლოესი მომავლისთვის. " - 
(სტალინი - ორჯონიკიძეს. 1920წ. მაისი.)

7. “სომხეთის გასაბჭოების შემდეგ, საქართველოს ჯერიც დგას. საკმარისია სულ პატარა ძალისხმევა იმისთვის, რომ ბათუმი ბაქოს შევუერთოთ.”" - 
(ტროცკი, 1920წ. ნოემბერი.)

8. "საქართველოში ისეთი მდგომარეობაა, რომ ჩვენ მას დიდიძალისხმევის გარეშე მოვუღებთ ბოლოს: ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ აჯანყებები ბორჩალოს მაზრაში, აფხაზეთში,აჭარაში, დუშეთის მაზრაში." - 
(ორჯონიკიძე, 1920წ. დეკემბერი)

9. "კავბიუროს გაფართოებულმა თათბირმა, განიხილა სერგო ორჯონიკიძის მოხსენება საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისთვის ბრძოლის შესახებ. კავბიურომ, კავკასიის ფრონტის წარმომადგენლებისა და პარტიული და საბჭოთა მუშაკების მონაწილეობით, ერთხმად და საიდუმლოდ გადაწვიტა გარიჟრაჟზე საქართველოს საზღვრების გადალახვა. ყველაფერი მომზადებულია.” - 
(კავბიურო, 1920წ. დეკემბერი.)

10. "დაახლოებით ორი კვირის წინ ბაქოში თათბირი ჩატარდა, რომელიც საქართველოს მიეძღვნა. თათბირს 27ადამიანი ესწრებოდა. კრება მოსკოვიდან ჩამოსულმა კომუნისტმა გახსნა. ვეჭვობ, რომ ეს პირი გაზეთ “პრავდის”რედაქტორი მეშერიაკოვი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ ტფილისში იმყოფებოდა. მოსკოველმა ასეთი რამ სთქვა: “მოსკოვი, როგორც პროლეტარული რევოლუციის ცენტრი მიისწრაფის ყველგან დაამყაროს საბჭოთა სისტემა და თუ საჭირო გახდა, სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში სამხედრო ჩარევაზეც არ დაიხევს უკან. მაგრამ ამავედროს, მოსკოვი კატეგორიულად წინააღმდეგია მოვლენების ფორსირებისა, რისი ინიციატივითაც გამოდიან ადგილობრივი ამხანაგები. კრების უმრავლესობა სერგო ორჯონიკიძის მხარეს გამოდიოდა, რომელიც პროტესტს გამოთქვამდა და საქართველოს გასაბჭოების საქმეში სისწრაფეს მოითხოვდა.” - 
(ელჩი გაბო ხუნდაძე მინისტრ გეგეჭკორს, ბაქო. 1920წ. დეკემბერი. )

11. "იმის იმედი, რომ თვით საქართველოში შიგნიდან მოხდება გადამწყვეტი აფეთქება არ უნდა გვქონდეს. ამას ამტკიცებს ის ამბები, რაც საქართველოში ხდება. საქართველოს ჩვენს დაუხმარებლად გასაბჭოება არ ძალუძს" - 
(ორჯონიკიძე, 1921წ. იანვარი.)

12. “საქართველო ისე გავიდა თავს, რომ შეიძლება იძულებული გავხდეთ და გავასაბჭოოთ იგი. თქვენ იცით მოვლენათა თანამიმდევრობა: საქართველომ უარი თქვა მთლიანად შეესრულებინა ხელშეკრულებაზე დაფუძნებული შეთანხმება, რომელიც მის ნავსადგურში შესული ჩვენი გემების დაბრუნებას გულისხმობს. გარდა ამისა, დააპატიმრა ჩვენი თანამშრომლები, მასობრივ რეპრესიებს მიმართა კომუნისტთა წინააღმდეგ და უარი თქვა შეესრულებინა ამ საკითხზე ჩვენთან დადებული შეთანხმება.” - 
(საგარეო საქმეთა კომისარი ჩიჩერინი - ლენინს, 1921წ. იანვარი.)

13.  "წინადადებას ვაყენებ მოვიწონოთ ამხ. ჩიჩერინის ხაზი საქართველოს საკითხში და რესპუბლიკის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს მივცეთ დირექტივა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ შეუდგეს მოსამზადებელ მუშაობას იმისთვის, რათა გადაწყვიტოს საკითხი კავკასიაში სამხედრო ჩარევის წესის თაობაზე. ამავე დროს დირექტივა მივცეთ ორჯონიკიძეს, მოამზადოს აჯანყებულთა გამოსვლა საქართველოს ცნობილ რაიონებში.” - 
(სტალინი, 1921წ. იანვარი.)

14.  "ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქმნეს სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია. გადაწყდა აგრეთვე შეკითხვა გაუგზავნონ კავკასიის ფრონტს ჩვენი სამხედრო ძალების მდგომარეობაზე, იმაზე თუ რა ძალები დაგვჭირდება კიდევ, რომ უეჭველად დავამარცხოთ საქართველო, თორემ ტროცკი ირწმუნება, რომ თქვენს ფრონტზე ჩვენ ერთობ სუსტი ვართო. აუცილებლად ჩემს სახელზე გამოაგზავნე ცნობა, შეგვიძლია თუ არა ვიქონიოთ სრული გამარჯვების იმედი ძალთა არსებული რაოდენობით. მე და ილიჩი ველით შენგან ზუსტ, გაუზვიადებელ ცნობებს.” - 
(სტალინი - ორჯონიკიძეს, 1921წ. იანვარი.)

15. "სტალინმა გამოგიგზავნათ დაშიფრული დეპეშა N1225, რომლის პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ძალიან შეშფოთებული ვართ და გთხოვთ დაუყოვნებლივ გვიპასუხოთ.” - 
(ლენინი-ორჯონიკიძეს, 1921წ. თებერვალი.)

16.  “საქართველო საბოლოოდ გადაიქცა მსოფლიო კონტრრევოლუციის შტაბად ახლო აღმოსავლეთში. აქ მოქმედებენ ფრანგები, აქ მოქმედებენ ქიაზიმ-ბეი და მთიელთა მთავრობის წარმომადგენლები.
ჩრდილო-კავკასიის მთიელ აჯანყებულთა დასახმარებლად იგზავნება მილიონები. სასაზღვრო ზოლში ქმნიან ბანდ-ფორმირებებს, რომლებიც თავს ესხმიან ჩვენს სასაზღვრო ნაწილებს. აუცილებელად მიმაჩნია, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ სასიკვდილო საფრთხეს, რომელსაც უქმნის საქართველო ბაქოს რაიონს. ამ საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში აჯანყების დაწყებითა და მისი სწრაფი გასაბჭოებით.” - 
(ორჯონიკიძე-ლენინს, 1921წ. თებერვალი.)

17. "ბაქო. მე-11 არმიის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს. ერევანი – სომხეთის რევკომს. მოსკოვი – ჩიჩერინს. ძლევამოსილად დამთავრებული აჯანყების ამბავი, მეხივით გავარდა საქართველოში, აჯანყებულთა მოძრაობის ტალღა ლორედან შეუკავებელი ძალით მოედო მთელ საქართველოს. ნეიტრალური ზონის წითელი მეამბოხენი მრისხანე ნაკადით მიექანებიან თბილისისკენ. მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც შეაჩერებდა მშრომელთა ლაშქრის აჯანყების ამ ძლევამოსილ სვლას. დიადი მუშურ-გლეხური რუსეთის წითელი არმია მოვალეა რევოლუციონერ აჯანყებულთა მწკრივებში მყოფი თავისი ფოლადისებური რაზმები შეუერთოს იმ რწმენასა და სასოებას, რომ წითელი არმია მალე მხარს დაუჭერს მათ. წითელ აჯანყებულთა პასუხისმგებელი ხელმძღვანელი ლაზიანი.”  - 
(აჯანყების ორგანიზატორი იოსებ ლაზიანი, 1921წ. თებერვალი.)

18.  "ცეკა თანახმაა, რომ მე-11 არმიამ აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში მომხდარ აჯანყებას და დაიკავოს თბილისი. ამასთანავე, მე-11 არმიამ ქალაქის აღების დროს უნდა დაიცვას ყველა საერთაშორისო ნორმა. გაფრთხილებთ, რომ ტრანსპორტის უქონლობის გამო, უპუროდ ვსხედვართ და ვერც ერთ ვაგონს ვერ მოგცემთ." - 
(ლენინი - XI არმიას. 1921წ. თებერვალი.)

19. “ქართველებმა დაიწყეს ძალების გადმოსროლა ლორეში აჯანყებულთაწინააღმდეგ. მათი შეტევა მოსალოდნელია ნებისმიერ წუთს. ასეთ შემთხვევაში გარემოება იძულებულს გვხდის საპასუხო დარტყმა განვახორციელოთ. ჩვენი აზრით, წარმატების მისაღწევად ამაზე ხელსაყრელი მომენტი აღარ გვექნება. ქართული არმიის მორალური მდგომარეობა დაბალ დონეზეა. ამას მოწმობს სადახლოს რაიონში თითქმის მთელი ქართული ბრიგადის ბრძოლის გარეშე დანებება და სადახლოს აღება, სადაც ქართველები ოთხჯერ აღემატებოდნენ აჯანყებულებს. დაყოვნება მხოლოდ გააუარესებს ჩვენს შანსებს.” - 
(ორჯონიკიძე, ელიავა - კრემლს. 1921წ. თებერვალი.)

20. "ახლავე შეუტიე,დასტურია, აიღე ქალაქი."
21. "სამი დღის შემდეგ ველი ცნობას თბილისის აღების შესახებ." -
(სტალინი - ორჯონიკიძეს, 1921წ. თებერვალი.)

22. “ცეკა მოითხოვს თქვენგან რეგულარულ ინფორმაციას ორჯერ დღეში. შენ კი უკვე ორი დღეა ცნობას არ იძლევი. ცეკა მოითხოვს დირექტივის შესრულებას. ამ წუთშივე მოგვეცი ცნობა აჯანყებულთა მიღწევების შესახებ. საჭიროა დააჩქაროთ ქალაქის აღება.” -- 
(სტალინი - ორჯონიკიძეს, 1921წ. თებერვალი.)

23.  "თბილისის საათები დათვლილია, შესაძლოა ამ წუთს თბილისის თავზე უკვე ფრიალებს პროლეტარიატის დიქტატურის წითელი დროშა.” --
(ორჯონიკიძე-სტალინს, 1921წ. თებერვალი.)

24.  "ტფილისზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!” -- 
(ორჯონიკიძე - ლენინს, სტალინს. 1921წ. 25 თებერვალი.)

ნანახია: (1437)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას