logo.png

 

George Tiginashvili

"კრემლის იმპერიალისტურ, კოლონიალისტურ და ექსპანსიურ საცეცებს ყველაზე უფრო დიდი საყრდენი აქვს საქართველოს საპატრიარქოში. სწორედ ФСБ-ს პოლიტიკის დომინანტობის ხელშემწყობ ინსტრუმენტებს წარმოადგენენ: კათოლიკოს-პატრიარქი ილია, ე.წ. მოსაყდრე, მდივან-რეფერანტი, პრესცენტრის ხელმძღვანელი და სხვ.

საუბედუროდ, მთელს მსოფლიოში უკვე არავინ დაობს იმაზე, რომ საქართველოს ეკლესია კოლაბორაციონისტების ხელთაა და იგი სლავურ ორბიტაზე იმყოფება, რამეთუ ყველასათვის თვალშისაცემია, რომ საბჭოთა სერგიანული მდგენელით მოხდა საკრამენტოლოგიური გაგების გამრუდება და ჩანაცვლება:

ეკლესიის - საპატრიარქოთი;

ღმერთის - პატრიარქით;

რწმენის - რელიგიურობით;

სულიერების - რიტუალიზმით;

სიყვარულის - კორპორატიულობით;

ლიტურგიის - მაგიზმით;

დევნის - პოლიტიკანობით;

მისიოლოგიის - ტრიუმფალიზმით;

ღირსების - ძველბიჭობით;

სიმდაბლის - პატივმოყვარეობით;

თავგანწირვის - კონფორმიზმით;

უანგარობის - კარიერიზმით;

უპოვარების - სიმდიდრით;

უბიწოების - ჰედონიზმით;

პატრიოტიზმის - რენეგატობით;

სიმართლის - სიცრუით;

ჭეშმარიტების - სატანიზმით;

დიახ, სწორედ მოღალატური საპატრიარქოს ყოფნამ მეხუთე კოლონის როლში, საქართველოს მოუტანა ეროვნული სუიციდი, თაობათა მოკვდინება, ცნობიერების სიჩლუნგე, ქრისტიანობის პაროდირება და კომატოზური მდგომარეობა!"

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (1150)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას