logo.png

 

Gelasi Aroshvili

 

"სახარებაში რამდენჯერმეა ნათქვამი, რომ ქრისტე განმარტოვდა, მთაზე ავიდა და ილოცა. აი, როდესაც რამდენიმე ათასი დააპურა უდაბნოში ხუთი პურით, ამის შემდეგ მოწაფეები აიძულა ნავში ჩამსხდარიყვნენ და ზღვაში შეეცურათ, თავად კი ''ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ''(მთ.14,23). ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ ლოცულობს უფალი? ანუ საკუთარ თავს რატომ ელაპარაკება? წერენ, რომ ამით ლოცვის მაგალითს აძლევს მოწაფეებსო, მაგრამ როგორ ასწავლის მოწაფეებს მათ დაუსწრებლად? ის, ხომ ყოველთვის განმარტოვდება და შემდეგ ლოცულობს.

არადა ამით, მართლაც ასწავლის თავის მოწაფეებს ლოცვას. არა მხოლოდ მოციქულებს, არამედ მის ყველა დროის ყველა მიმდევარს. თავის ერთ, განუყოფელ ჰიპოსტასში (პიროვნებაში) ასწავლის, რომელშიც მისი ორი ბუნებაა(ღვთაებრივი და ადამიანური) შეურევნელად შეერთებული. როდესაც მაცხოვარი ლოცულობს, ამ დროს მისი ადამიანური ბუნება, რომელსაც პოტენციურად მთელი კაცობრიობა შეადგენს, ანუ ყველა ვინც მას დაემოწაფება, მადლით უერთდება, შეეთვისება, თანაზიარი ხდება მისი ღვთაებრიობისა. ამიტომაც გვასწავლიან წმიდა მამები: ''ლოცვა ბუნებით შეერთება არს ღვთისა და კაცისა'' (წმ.იოანე კიბისაღმწერელი) და ''ლოცვა თავადაა ღმერთი'' (წმ.გრიგოლ სინაელი)."

წერს გელასი აროშვილი

ნანახია: (948)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას