logo.png

 

George Tiginashvili

"სამი წლის წინ, ციანიდის სკანდალის გარიჟრაჟზე, როცა ნანა კაკაბაძის კონსპირაციულ ბინაში, სხვადასხვა "ანალიტიკოსებთან" ერთად რამდენჯერმე მომიწია მისვლა, იქ იმყოფებოდა "ადვოკატი" ირმა ჭკადუაც, რომელიც სხვა შეთქმულ პირებთან ერთად, სუსისა და პროკურატურის მიერ გაწერილი გეგმის ირგვლივ მსჯელობდა. მახსოვს, იქ მყოფთა მიერ ხელოვნურად შემუშავებული მთავარი მესიჯბოქსიც, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი აზრი ამგვარად უნდა ჩამოეყალიბებინათ:

1)კათოლიკოს-პატრიარქს კლავდნენ ნაცები და პროდასავლური მეუფეები - დეკანოზ გიორგი მამალაძის ხელით;

2)მაქსიმალურად უნდა მოეხდინათ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) დისკრედიტაცია;

3)შორენა თეთრუაშვილი უნდა წარმოჩენილიყო ილია II-ის თავშეწირულ დამცველად და უერთგულეს მსახურად;

4)ამ სკანდალიდან ყველაფრის ფასად უნდა "გამოეძვრინათ" მეუფე დიმიტრი;

დირექტივები საპატრიარქოდან და სუსიდან ერთდროულად მოდიოდა - ნანა კაკაბაძის ტელეფონზე.

ბოლო შეხვედრებზე გადაწყვეტილი (დავალებული) ჰქონდათ, რომ უნდა მომხდარიყო მიტროპოლიტ შიოს აქტიური საკრალიზება, რასაც რამდენიმე თვეში "მოულოდნელად" მოჰყვა კიდეც მისი ე.წ. მოსაყდრედ დასახელება!..

P.S. მალევე მივხვდი რა შარში და ბოროტებაში ვეხვეოდი და რამხელა ამორალურობის მოწმე ვხდებოდი, რის გამოც ხსენებულ წრეს სამუდამოდ ჩამოვშორდი!"

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (61)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას