logo.png

Vladi Narsia

 

სრულიად გაუგებარია ე.წ. ეპისკოპოსების და მიტროპოლიტების მცდელობები უმძიმეს დანაშაულებრივ ფაქტებს მოუძებნონ სულიერ-წინასწარმეტყველური ახსნები. თუ მართლაც რაიმე ღმრა სულიერი ანალიზი შეგიძლიათ იმაზე ისაუბრეთ ქვეყანაში რომ თითქმის ყოველდღე ძალადობის და მკვლელობის შესახებ გვესმის ეს რა სულიერი სიმტომია, რაზე მიუთითებენ ასეთი მძიმე ცოდვები - ერის ღვთივრჩეულ და წლიხვედრ მდგომარეობაზე თუ სულიერად უკიდურესად სსავალალო მდგომარეობაზე?! ეს უნდა იყოს ეკლესიის განხილვის საგანი და მისია ამქვეყნად და არა ხალხის დაბოლება და გამოთაყვანება ათასი სისულელელით. სამღვდელოებას გიპნოზში ყავს მრევლი, რომელსაც საღი განსჯის უნარი წართმეული აქვს, რადგან ხალხის გამოფხიზლება მათი კომფორტის ზონის დარღვევას ნიშნავს. ამ კუთხით დღეს თითქოს რაღაც მენიშნა ტახტისმცველი, მიტროპოლიტი შიოს ქადაგებიდან - სნეულებები ცოდვების გამო მოიწევაო, მაგრამ მაშინვე სნეული პატრიარქი გამახსენდა და ისევ ჩაკითხვა ვამჯობინე - რაზე მიუთითებენ ერში გავრცელებული უმძიმესი ცოდვები, რომელიც თითქმის ყოველდღიურად - ძალადობის, მკვლელობის თუ თვითმკვლელობის სახით ვლინდება? ეკლესიის და იერარქიის სიწმინდეზე?

გამოფხიზლდით !!!

წერს თეოლოგი ვლადი ნარსია

ნანახია: (1233)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას