logo.png

 

Gelasi Aroshvili

 

თორმეტი მოციქულის ხსენება

როდესაც მოციქულები ეპისკოპოსებს გამოირჩევდნენ და დაადგენდნენ იმ ადგილებში სადაც სახარებას ქადაგებდნენ, ხელდასხმის, კურთხევის დროს მათზე სულთმოფენობის მადლი გადმოდიოდა და მკვიდრდებოდა. ის საღმრთო ძალა ჭეშმარიტების სულისა, რომელიც თავად მოციქულებს ებოძათ ცეცხლის ენების სახით სულთმოფენობისას. და ეს უწყვეტი ჯაჭვი ამ სამოციქულო მემკვიდრეობისა დღემდე მიეცემა სამოციქულო მოძღვრების ერთგულ ყველა ეპისკოპოსს. შესაბამისად შეუძლებელია ეპისკოპოსი, ანუ მოციქულთა მემკვიდრე, სიტყვით ან საქმით ქადაგებდეს სამოციქულო სწავლების საწინააღმდეგოს, როგორც კი მსგავსი რამ ხდება, ეს ეპისკოპოსი კატასკოპოსი(ეპისკოპოსი ნიშნავს ზედამხედველ-ს, ხოლო კატა-სკოპოსი, წინააღმდგომ-მხედველს. დამსმენს, მაბეზღარას) ხდება, ანუ კარგავს სულთმოფენობის მადლს და მხოლოდ სინანული შემთხვევაში და მთელი ეკლესიის ლოცვითაა შესაძლებელი მისი დაბრუნება.

''ამგვარად, სულთმოფენობის, ანუ მოციქულთა მემკვიდრე ყველა მღვდელმთავარი ვალდებულია სულთმოფენობის მადლი მოუტანოს თავის ქალაქსა და სამწყსოს, სახარების ქადაგებითა და საღმრთო სულისმიერი განათლებით; ისინი კი ვინც რაიმეს უარყოფენ საღმრთო მოძღვრებიდან, გონიათ რა, რომ აქვთ ამის უფლება, ამით წყვეტენ საღმრთო მადლის უწყვეტობას და არღვევენ ღვთაებრივ, სამოციქულო მემკვიდრეობას, რითიც განეშორებიან ღმერთს და დამღუპველ განსაცდელში იგდებენ თავს''. (წმ.გრიგოლ პალამა. ''ჰომილია სულთმოფენობის შესახებ'')

წერს გელასი აროშვილი

ნანახია: (927)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას