logo.png

ვლადიმერ პუტინთან სამიტზე მინსკში  და ომის მუქარა ბნელ ოთახში

 

უკრაინული საიტისათვის https://gordonua.com/ მიცემულ ბოლო ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი გორდონს უმხელს ახლო წარსულის საიდუმლოებებს, პუტინთან მოლაპარაკებების დროს.

2006 წლის ნოემბერში   შედგა შეხვედრა მინსკში, „დსთ“ სამიტის ველში. ეს მოხდა ორი თვის შემდეგ იმ დროიდან, რაც საქართველოში დაკავებულ იქნა 6 ოფიცერი ჯაშუშობის ბრალდებით. დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ , 2006 წლის ოქტომბერში საქართველომ ოფიცრები გადასცა რუსეთს.

და აი, მიხეილ სააკაშვილი იხსენებს შეხვედრას პუტინთან ერთი ერთზე:

„მინსკის სამიტზე პუტინმა გამიყვანა რომელიღაც ცალკე ბნელ ოთახში, ჩამარჭო ფრჩხილები მუხლში და დამემუქრა ომით. როგორც შემდგომში დავინახეთ, ის მაშინ არ ხუმრობდა!“

სააკაშვილი გორდონთან საუბარში დასძენს, რომ პუტინი ყოველთვის როდი იქცეოდა ასე.

მათი პირველი შეხვედრის დროისათვის, 2004 წლის თებერვალში მოსკოვში, როდესაც სააკაშვილს ჯერ კიდევ გააჩნდა უკეთესი მოლოდინის იმედები, პუტინი ხაზგასმულად თავაზიანად იქცეოდა, მაგრამ ამ ქმედებას ჰქონდა თავისი შორს მიმდინარე გათვლები:

„ჩვენი საუბარი, რომ არ მოვიტყუო, ერთ ხუთ საათს მაინც გაგრძელდა, - უყვება გორდონს სააკაშვილი - მე მივხვდი, რომ ეს არ იყო არავითარი მოლაპარაკებები დიდსა და პატარა ქვეყანას შორის, ეს არ იყო ორი პოლიტიკოსის შეხვედრა - არამედ მე გახლდით გადაბირების სეანსზე, ხოლო პუტინი მიწერდა ქულებს, ცდილობდა ჩემი ხასიათის ამოცნობას და ეძებდა ჩემს სისუსტეებს“.

ნანახია: (1570)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას