logo.png

ერთსახოვანი ჩინელების  მრავალგვაროვნება და

ქვეყნის შიდა უხილავი კონფლიქტები

 

გაუცნობიერებელი ადამიანისათვის სულ ერთიანად „ჩინურია“ ჩინელების ეთნოლოგიური სურათი და ნებისმიერი უცხოელისთვის ისეთივე ერთიანი ერის  შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორც ერთსახოვანია ამ ქვეყნის მცხოვრებთა გარეგნობა. მილიარდნახევრიანი ჩინეთი მხოლოდ შორიდან გვეჩვენება მონოლითად.

სინამდვილეში კი ქვეყანა წარმოადგენს სხვადასხვა ეთნოსების და ენობრივი ჯგუფების კონგლომერატს და დღეისათვის მის რღვევას აჩერებს მხოლოდ კომპარტიის პოლიტიკური ძალმოსილება.

რეალურადჩინელინიშნავსსამაგალითოდ, სლავივით ფართო ცნებას, როდესაც ერთი ეთნიკური სახელი მოიცავს მრავალ ნათესაურ ხალხთა ერთობას.

თუკი ის ვიცით, რომ ვთქვათ ჩეხიც, სლოვაკიც და რუსიც სლავები არიანმაგრამ მათი ენები და ეთნოკულტურა განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ანალოგოური განსხვავება ჩინეთში გარეშეთათვის სქელი ფარდით არის დაფარული.

ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი ჩინური . ოფიციალური დოკუმენტების და საინფორმაციო საშუალებების ენა - პუტუნხუა - არისპეკინური კილო”, ჩრდილო-ჩინური ენის ერთ-ერთი დიალექტი, ისტორიული მიზეზებით სტანდარტად ქცეული ჩინეთის რესპუბლიკაში. შანხაურ და ჰონკონგური კილოებისგან ეს ენა განირჩევა უფრო მეტად, ვიდრე გერმანული ჰოლანდიურისაგან. ჩრდილოელი ჩინელისათვის სამხრეთელთა ენა გაუგებარია მაშინაც კი, როცა ეს უკანასკნელი ოფიციალურ ენაზე ლაპარაკობს. შემთხვევითი როდია, რომ ჩრდილოეთ ჩინეთში არსებობს ანდაზა: ”არ მეშინია არც ცის, არც მიწის -  მეშინია კანტონელის, რომელიც პუტუნხუაზე ლაპარაკობს”.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ადგას უნიფიკაციის პოლიტიკას და სწავლა-განათლება მიმდინარეობს ოფიციალურ ენაზე, რომელზეც მაუწყებლობს ტელევიზია, ჩინელთა დიდი უმრავლესობა ყოფით სიტუაციებში იყენებს ბავშვობიდან ნაჩვევ დიალექტებს, ანუ მეტყველებს თავ-თავის ენებზე.

ყველაზე გავრცელებული ენა ჩინეთში არის ჩრდილოჩინური ენა, რომელზეც ლაპარაკობს 800 მილიონი ადამიანი. მაგრამ თვით ამ ენის შიგნითაც პროვინციული დიალექტები ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც, მაგალითად, რუსული - ბელორუსულისაგან.

მანჯურიელები ტრადიციულ ტანსაცმელში

 

დილოჩინურში 8-10 მსხვილი დიალექტია, რომელთაგან თითოეული კიდევ განსხვავდება კილოკავებით. ამდენად, თუ ოფიციალურ ენას ჩავთვლით სადღაც რუსული ენის ანალოგად, ოფიციალურსავე ენაში მას აქვს თითქმის ათეული სერბულ-ბელორუსული ენის შესატყვისი.

მაგრამ დანარჩენი ნახევარი მილიარდი ჩინელი ლაპარაკობს ოფიციალური ენისაგან მკვეთრად განსხვავებულ ენებზე. ყველაზე დაშორებული პეკინურისგან არის კანტონური ენა, რომელზეც საუბრობს თითქმის 90 მილიონი კაცი - ისინი ცხოვრობენ ჩინეთის სამხრეთში და მათი ცენტრებია გუანჯოუ და ჰონკონგი;

თითქმის 80 მილიონი ლაპარაკობს შანხაურ ენაზე, ეგრეთ წოდებულ ” Wu”- დიალექტზე. ენას აქვს 6 მსხვილი დიალექტი, მათ შორის ტაიხუს დიალექტი, რომელშიც შედის შანხაის კილოკავი და მასზე ლაპარაკობს 14 მილიონი ადამიანი.

60 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს მინურ ენაზე - ეს არის ტაივანის სრუტის მიმდებარე უმდიდრესი და ეკონომიკურად კარგად განვითარებული რაიონები და აგრეთვე კუნძულების - ხაინანის და ტაივანის მცხოვრებნი.

ჩინეთის დაახლოებით 30-35 მილიონი მცხოვრები ლაპარაკობს კიდევ სამ ჩინურ ენაზე - სიანის ენაზე, ხაკას ენაზე და განის ენაზე. სიანის ერთ-ერთ დიალექტზე მთელი ცხოვრება ლაპარაკობდა თანამედროვე ჩინური სახელმწიფოს ფუძემდებელი მაო ძე დუნი. ამიტომაც იყო, რომ მას მაინცდამაინც არ უყვარდა საჯარო გამოსვლები პუტუნხუას ოფიციალურ ენაზე, ხოლო ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას მისი გაჭირვებით ესმოდათ დაცვის წევრებსა და მდივნებს. მაოს მემკვიდრე და დღევანდელი ჩინური კაპიტალიზმის დამამკვიდრებელი დენ სიაო-პინი კი ბავშვობიდან  მეტყველებდა ხაკას ერთ-ერთ დიალექტზე.

კანტონურ ენაზე სატელევიზიო მაუწყებლობის შემცირებასთან

დაკავშირებული საპროტესტო აქციები გუანჯოუში (2010 .)

 

მიუხედავად თვალსაჩინო ენობრივი სახესხვაობებისა, ამ ჩინურ ენებს საუკუნეების მანძილზე აერთიანებდა საერთო იეროგლიფიკა - აკი იეროგლიფი ფაქტობრივად სურათია, რომელიც სტანდარტულად ასახავს ცნებას პეკინის მცხოვრებისთვისაც და კანტონელის ან შანხაელისთვისაც. ჩინური იეროგლიფი ერთმნიშვნელოვანია არაბული ციფრებივით - სხვადასხვა ენაზე სხვადასხვანაირად წარმოითქმება, მაგრამ ერთნაირად იწერება.

უძველესი დროიდან ყველა მკვლევარი აღნიშნავდა მნიშვნელოვან სხვაობას ჩრდილოელ ჩინელებსა და სამხრეთელებს შორის – 1911 წლამდე ეს განმტკიცებული იყო თვით ცინის იმპერიის საკანონმდებლო აქტებით.

თუმცა თვით საერთო იეროგლიფიკაც კი ერთობ პირობითად აერთიანებს ჩინელებს - იმდენად დიდია სხვაობა ცალკეულ ხალხებს შორის კულტურაში, ეკონომიკასა და ანთროპოლოგიურ ტიპოლოგიაში. გასაკვირიც არ არის, რომ, მაგალითად, კანტონურ თუ მინურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ისტორიულად ხშირად მოსულან დომინანტ ენასა და მის მატარებელთან წინააღმდეგობაში, ისე, როგორც, ვთქვათპოლონელები და უკრაინელები  რუსებთან, მაგრამ ამის შესახებ გარეშეთათვის ბევრი არაფერია ცნობილი.

რაც შეეხება ჩინეთის მოსახლეობის იმ ეთნიკურ ჯგუფებს, რომლებიც არ განეკუთვნება ჩინელთა ეთნიკურ ერთობას, XXI საუკუნეში შეადგენს ქვეყნის 10%-, ანუ არაჩინელი ხალხის რიცხვი ჩინეთში114 მილიონია, ხოლო რიგი მონაცემებით - გაცილებით მეტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მილიარდნახევრიან ჩინეთში ეს 10% ბევრით არ ჩამორჩება მთელი რუსეთის ფედერაციის მოსახლეობას მისი ყველა ხალხების ჩათვლით.

უმსხვილესი ეროვნული უმცირესობაა ჯუანები სამხრეთ ჩინეთში - 17 მილიონი. ისინი ჩინელებმა დაიპყრეს ჯერ კიდევ 111 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. თუმცა მათ დღემდე შეინარჩუნეს ენა და თვითმყოფადი კულტურა.

უიღურები იბრძვიან ჩინელთა მიერ წარმოებული

გენოციდის წინააღმდეგ

 

სიდიდით მეორე ეროვნული უმცირესობაა მანჯურიელები ჩრდილო-აღმოსავლეში - 10 მილიონზე მეტი. თითქმის სამი საუკუნე ეს ეთნოსი იყო პრივილეგირებული ჩინეთში. XIX საუკუნის შუა ხანებში და XX საუკუნის დასაწყისში ჩინეთში მოხდა ორი დიდი რევოლუცია, როდესაც ჩრდილოელი და სამხრეთელი ჩინელები ცდილობდნენ მათთვის საძულველი უცხოტომელების - მანჯურიელების გენოციდის მოწყობას.

მესამე უმცირესობის ერთობა უფრო რელიგიურია, ვიდრე ეთნიკური - ეს არის ერთობა, სახელწოდებითხუეი”. ესენი არიან მუსულმანი ჩინელები. XX საუკუნეში გაუნათლებელ მუსულმან-გლეხებს, რომლებიც მაოს არმიაში იძახებდნენ, წვერებიანი კარლ მარქსი წინასწარმეტყველი მუჰამედი ეგონათ. ამჟამად ჩინელი მუსულმანი ხუიცზუები 10 მილიონს შეადგენენ.

მუსულმანი ჩინელების გარდა ჩინეთში ცხოვრობს კიდევ 10 მილიონი თურქულენოვანი მუსულმანი უიღური - ისინი უზბეკებისა და ყირგიზების მონათესავეები არიან. 8-8 მილიონს შეადგენენ ხალხები, სახელწოდებითტუძიადა”. მონღოლების რიცხვი ჩინეთში აღემატება თათრების რიცხვს რუსეთში, ხოლო ტიბეტელები დანიის მთელ მოსახლეობას აღემატებიან.

როგორც დასაწყისში ითქვა, დღეს ყველა ამ ხალხებს ჩინეთში ჰკრავს პოლიტიკური და ეკონომიკური ერთობა. თუმცა, სურთ თუ არა ამის აღიარება, მათში იძებნება მრავალი განსხვავება და ხშირად წამოყოფენ ხოლმე თავს ათასგვარი პრეტენზიები,  ინტერესთა დაპირისპირებანი და  წინააღმდეგობები.

სურათები საიტ “rusplt.ru”-დან

ნანახია: (1143)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას