logo.png

https://inosmi.ru/ საიტზე, უკრაინის  https://glavred.info/-ზე მითითებით  დაიბეჭდა ანდრეი გოლოვაჩოვის წერილი, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ. წერილი საყურადღებოა, როგორც სოციალიზმის მოწინააღმდეგეებისათვის - ისე მისი მომხრეებისთვის, რომლებიც უხვად მოიპოვებიან როგორც რუსეთში, ისე - სამწუხაროდ, საქართველოშიც!

 

 რუსული ნარატივი:

 ამერიკის საქმე წასულია - რიგში დგას ევროპა!“

 

თუკი საგნებს თავის სახელებს დავარქმევთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ამერიკაში იწყება სოციალისტური რევოლუცია.

25 მაისს - ნარკომანისა და რეციდივისტის - ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ, მოხდა აფროამერიკელთა  და პლებსის აჯანყება. რაც შეხება რევოლუციას - ის მოგვიანებით დაიწყება - შესაძლოა უკვე ამ შემოდგომით.

საგულისხმოა, რომ  პლებსის პროტესტს მორალურად და ფინანსურად  მხარს უჭერენ მსხვილი ბანკები და კორპორაციები. მიზეზი ის გახლავთ, რომ ერთნიცა და მეორენიც დიდი ხანია შეერწყნენ სახელმწიფოს და სოციალიზმზე გადასვლის პერსპექტივა მათ არათუ არ აშინებს, არამედ, პირქით - გაახარებს, რადგან საბოლოოდ დაუკანონებს მონოპოლიურ სტატუსს და გაანთავისუფლებს ყოველგვარი კერძო ბიზნესის მხრივ კონკურენციისაგან და მუქარისაგან!

მცირე და საშუალო ბიზნესი, რაც წარმოადგენს კაპიტალიზმის მთავარ დასაყრდენს, სწრაფად ქრება მხედველობის არედან. ეპიდემიის შემდეგ, მცირე და საშუალო ბიზნესის 50%-ზე მეტი ფეხზე ვეღარ წამოდგება. ეს ადამიანები შეემატებიან პლებსის რიგებს. თანდათანობით ამერიკაში საბოლოოდ გაფორმდება სოციალიზმის სოციალური სტრუქტურა, ხოლო ამგვარი სტრუქტურის პირობებში, სოციალიზმზე გადასვლა პრაქტიკულად უცილობელი შეიქნება. ბერნი სანდერსი, რომელიც ლამის იყო, გახდა დემოკრატთა კანდიდატი, უკვე ჰპირდებოდა ამერიკელებს სოციალიზმზე გადასვლას.

მაგრამ ბაიდენიც არაფრით არ არის უკეთესი - სულ ახლახან მან მოახდინა საკონტროლო გასროლა „თეთრების“ მიმართულებით, როდესაც განაცხადა, რომ „თეთრების“ დადანაშაულება რასიზმში შეადგენს მის ოფიციალურ პროგრამას.

ფაქტიურად, ზანგებისაგან აშშ-ში გააკეთეს რაღაც მარქსის პროლეტარიატის მაგვარი, ანუ - ისტორიული კლასი, რომლის მისიაც არის კაპიტალიზმის დანგრევა.

ასე რომ, რა გამოდის -  მარქსი მართალი იყო? აკი ის ამტკიცებდა, რომ კაპიტალიზმი უცილობლად ამოიჭამს საკუთარ თავს სოციალიზმის სასარგებლოდ და ეს პროცესი დაიწყება მსოფლიოს ყველაზე მდიდარ და ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში - ესე იგი  აშშ-ში?!

შესაძლოა, მარქსი არც ცდებოდა პრინციპში, მაგრამ მისი მუშათა კლასის დიქტატურის თეორია ნამეტანი ეკზოტიკურია და თანამედროვე კაპიტალიზმისათვის - არააქტუალური, სადაც მუშები უკვე „თეთრსაყელოიანებთან“ არიან მიმსგავსებულნი.

კაპიტალიზმის ისტორიულ არამდგრადობას სხვებზე უკეთეს შეფასებას აძლევს ეკონომისტი შუმპეტერი.

ის წერს, რომ კაპიტალიზმი იწვევს მსხვილი კორპორაციების წარმოშობას, რომლებიც ემუქრებიან კერძო ინიციატივების არსებობას, რაც წარმოადგენს კაპიტალისტური სისტემის განუყრელ ნაწილს: მსხვილი აქციონერული კორპორაციები ფაქტიურად ანადგურებენ კერძო მესაკუთრეების კლასს, რადგან არც მენეჯერები, არც აქციონერებიარ წარმოადგენენ საწარმოთა ჭეშმარიტ მეპატრონეებს. ანუ,  ისპობა კაპიტალიზმის მთავარი ნიშანი - კერძო საკუთრება წარმოების საშუალებებზე!

ხოლო, საშუალო კლასის მოსპობას, რომელიც არის კაპიტალიზმის „მცველი“, მოაქვს სოციალური დაძაბულობის ატმოსფეროს ფორმირება და „რადიკალი ინტელექტუალების“ გაჩენა. ეს, თავის მხრივ, ქმნის საფუძველს პოტენციური კონფლიქტებისათვის, რომლებიც გადაიჭრება ან რევოლუციური აჯანყების გზით, ან კაპიტალიზმის მხრიდან განუწყვეტელი დათმობებით.

„უცილობლად მოხდება კაპიტალიზმის  რღვევა - რეზიუმეს აკეთებს შუმპეტერი - ის გარდაიქმნება საზოგადოების სოციალისტურ ორგანიზაციად“.

როგორც ჩანს, სწორედ ეს რღვევა მიმდინარეობდა ამერიკაში უკანასკნელი 50 წლის მანძილზე და ახლა ჩვენ ვართ მისი დასკვნითი, რევოლუცური ფაზის მომსწრენი.

ცნობისათვის: უკანასკნელმა გამოკითხვებმა ცხადყვეს, რომ ამერიკის სტუდენტების 58% მხარს უჭერს ყაჩაღობისა და ძარცვა-გლეჯის აქტებს. ეს კი უკვე კომედიის დასასრულია. ბისმარკი ამბობდა, რომ გერმანია შექმნა გერმანელმა მასწავლებელმა. თუკი მოვახდენთ „რკინის კანცლერის“ ნათქვამის პერიფრაზირებას, აღმოვაჩენთ, რომ ამერიკას საბოლოოდ დაასამარებს მემარცხენე პროფესურა! შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის საქმე უკვე წასულია! რიგში დგანან: საფრანგეთი, იტალია, ინგლისი და ასე შემდეგ - სიის მიხედვით!

ნანახია: (1522)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას