logo.png


 

ცნობილი მოჭადრაკის, მსოფლიოს ექს-ჩემპიონ გარი კასპაროვის საიტზე  https://www.kasparov.ru/ დაიბეჭდა საპოლემიკო წერილი აშშ-ში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით.

გთავაზობთ წერილის დაიჯესტს.

 

 

ვადიმ ზაიდმანი 

რასიზმი უკუღმა!

 

დღეს დიდი მითქმა-მოთქმაა ამერიკაში შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის თაობაზე.

მაგრამ არავინ საუბრობს აისბერგის წყალქვეშა ნაწილზე, რასაც შეეძლო გამოეწვია პოლიციელთა ქმედება და ის „რასიზმი უკუღმა“, რასაც ადგილი აქვს შეერთებუ;ლ შტატებში, და არამარტო აშშ-ში, არამედ ყველგან, სადაც ადრე შავკანიანები განიცდიდნენ დისკრიმინაციას.

განსაკუთრებულად გამოკვეთილი „უკუღმა რასიზმი“ გახლავთ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც მან „უკუღმა აპარტეიდის“ ფორმა მიიღო, როდესაც 1994 წელს ქვეყნის სათავეში აფრიკის ეროვნული კონგრესი მოვიდა და რამდენიმე ასეული თეთრი ფერმერი მოკლეს, ათობით ათასი გააძევეს ქვეყნიდან, ან ამ უკანასკნელთ თავად მოუხდათ გაქცევა.

განა თვით სიტყვა „ზანგის“ ფარული (ან იქნებ, უკვე გამხელილი) აკრძალვა ბეჭდურ პროდუქციაში არ არის „უკუღმა რასიზმის“ ნიშანი? ხომ არ არსებობს ასეთი აკრძალვა ტერმინზე „თეთრკანიანი’?

როგორ გინდა, არ გაგახსენდეს სერგეი დოვლათოვის სატირა, როდესაც ის იხსენებდა ნიკოლაი ოზეროვის კომენტარს მოკრივეთა ასპარეზობიდან:“ „აფრიკელი სპორტსმენის გამოცნობა თქვენ შეგიძლიათ ტრუსებზე გამავალი ცისფერი ზოლით“!

ამერიკაში მსგავს „უკუღმა რასიზმში“ იგულისხმება შავკანიანთაგან  ნგრევისა და გაჩანაგების საპროტესტო დარბევები,  მემარცხენე ლიბერალების თანაგრძნობიერი თავის ქიცინით.

მომხდარა, რომ პოლიციელებს შემოჰკვდომიათ თეთრი ამერიკელი - მაგრამ ამას არასდროს არ მოჰყოლია მასშტაბური პროტესტები, ნგრევითა და განადგურებით. არავის არ მოუვა აზრად მათი თანაგრძნობა. შავებმა კი იციან, რომ მათი აქციები მოიტანენ თანაგრძნობას და ყველაფრის ნებას აძლევენ საკუთარ თავს!

არის თუ არა ეს „უკუღმა რასიზმი“?.

არადა, რა ამბავი ატყდა მარკ სოლონინის ერთ ფრაზაზე: „ზანგები, ანუ აფროამერიკელები მადლიერნი უნდა იყვნენ მონათმოვაჭრეების, ვინც მათი წინაპრები ჩამოიყვანაო ამერიკაში“!

ამას მოჰყვა საპასუხო გამოხმაურებები და მავანი იგორ იაკოვენკო ესარჩლება ზანგებს, უკეთუ „ასწლოვანი მონობის და დისკრიმინაციის გამო დღევანდელ შავკანიანებს დასჩენიათ მძიმე ტრავმა“.

და, როგორც მსაჯულის შეფასება,  უთუოდ ანგარიშგასაწევია ანდრეი ილარიონოვის, სტატისტიკაზე დაყრდნობილი დასკვნა:  „შავკანიანები განცხრომაში არიან  პრივილეგირებული მდგომარეობით  და დაუსჯელობით, ამიტომაც პოლიციას მართებს სწორედ მათ მიმართ მეტი სიმკაცრის გამოჩენა“!

მე კი ვიტყოდი - პოლიციამ უნდა იმოქმედოს არც უფრო მკაცრად და არც ნაკლებად მკაცრად - პოლიციამ უნდა იმოქმედოს კანონის მიხედვით!

ხოლო ის, რომ აფროამერიკელებთან ფიქსირდება მეტი დანაშაულებრივი ქმედებები, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პოლიცია აფროამერიკელების მიმართ წინასწარ განზრახულებით მოქმედებს - მაგრამ რეალურად ეს უკვე პოლიციის ბრალი არ არის!

 

 

ნანახია: (1381)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას