„ალი და ნინო“ - სირცხვილი ჩვენი ქართული!
მოქანდაკე ქალბატონმა კვესიტაძემ ბათუმში დადგა ქალისა და ვაჟის ქანდაკება, რომელსაც, თუ არ ვცდებით, თვითონ „პერსევსი და ანდრომედა“ უწოდა.
ვიღაც ჭკვიანმა მტერმა თუ უგნურმა მოყვარემ მას სახელი გადაარქვა და, ერთი ძალად გაბესტსელერებული წიგნის გმირების: „ალისა“და„ნინოს“სახელი უწოდა.
თუ გნებავთ, ნუ ვიქნებით რეტროგრადები და ნუ შევუზღუდავთ შემოქმედებით აღტყინებას მოქანდაკეს ზნეობრივი საზღვრებით, მაგრამ - ეროვნული ღირსებაც დავკარგოთ?
ვიკითხოთ - გვინდა ამის აღიარება თუ არა, მაინც ინტიმური ხასიათისა როა ქანდაკება და ამ ქანდაკებაში რომ ვსვრით ქართველი ქალის (თანაც ჩვენი დიდი წმინდანის) სახელს - დაგვარქმევინებდა თურქეთი საპირისპირო შემთხვევაში, ვთქვათ„გიორგისა“და„აიშეს“სახელებს?
მოგვივიდოდა თუ არა ნოტა ნოტაზე თურქეთის საელჩოდან?
ან, რაღა შორს წავიდეთ - „ვალიკო“და„ლარისა ივანოვნა“რომ დაგვერქმია - გადავურჩებოდით რუსეთის საელჩოს?
ლიტერატურაში და ხელოვნებაში ქალი მშობელი ქვეყნისა და მიწა-წყლის სიმბოლოა (გავიხსენოთ თუნდაც მარგო „ჯაყოს ხიზნებიდან“) - სამნახევარი საუკუნე ვიბრძოდით, რომ ჩვენი „ნინო“გადაგვერჩინა „ალისაგან“ და დღეს ასე საჯაროდ ჩავაბაროთ? საკუთარ ქვეყანაშივე რომ ვაბახებთ ქალურსა და ეროვნულ ღირსებას, იმ სხვა ქვეყნებს რანაირად მოვთხოვთ პასუხს?
ადმინი
ნანახია: (1925)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას