logo.png
George Tiginashvili

 

ამერიკელმა მწერალმა ერნესტ ჰემინგუეიმ 1938 წელს, ესპანეთში განვითარებულ მოვლენათა ცხელ კვალზე (სამოქალაქო ომის დრო) დაწერა პიესა "მეხუთე კოლონა", სადაც აღწერილი იყო რესპუბლიკელების კონტრდაზვერვის ბრძოლა ჯაშუშების წინააღმდეგ. მეხუთე კოლონა გახლდათ საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს ან ხალხის რაიმე გაერთიანებას მოღალატურად მტრობდა, ხაფანგს უგებდა და ფარულად თუ ღიად მოქმედებდა მოწინააღმდეგის სასარგებლოდ.

სადღეისოდ, ზუსტად ანალოგიურ როლს ასრულებს საქართველოს რენეგატი საპატრიარქო, რომელიც რუსეთის ემისრებითა და რეზიდენტებით არის სავსე. დიახ, საკუთრივ კრემლის იდეოლოგიურ საყრდენს, ჰიბრიდული და პროპაგანდისტული ომის უმთავრეს ინსტრუმენტსა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის უპირველეს მოწინააღმდეგეს ილია II-ისა და ე.წ. მოსაყდრე შიოს კოლეგია, ანუ კოლაბორაციონისტული მეხუთე კოლონა წარმოადგენს!

მოსკოვს სურს თავისი ყურმოჭრილი შეგირდის - მოტრ. შიოს (მუჯირი) გაპატრიარქება საქართველოში, რომელიც სრულ იზოლაციონიზმს, ობსკურანტიზმსა და ფუნდამენტალიზმს გააღვივებს ჩვენს ეკლესიაში! რომელიც აუცილებლად იქნება ანტიდასავლური, რეტროგრადული და პროკრემლისტური ნარატივის მთავარი აგიტატორი!

ამიტომ, არა - რუსეთუმე და უმაქნისი შიოს სულგაყიდულ იდეებს!

არა - რეგრესს, ფანატიზმს, რუსოფილიასა და სიბნელეს!

არა - დუგინიზმს, ვასაძიზმს, მუტრუკიზმსა და აგრესიულ სიშლეგეს!

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (1295)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას