logo.png
Lela Chkhartishvili

 

ჩემი თაობის ახალგაზრდები ეკლესიაში რომ მივედით..რა გვხიბლავდა?...რა გვიზიდავდა?..ვკითხულობდით წმინდანთა ცხოვრებებს...აი, ვიღაცა დიდგვაროვანი იყო.. ფულიც ჰქონდა, წარმოსადეგობაც.. განათლება იმ დროისთვის შესაფერისი...კარიერა, კეთილდღეობა..დიდება და პატივი არ დააკლდებოდა...ერულ ცხოვრებაში.. მაგრამ ეს ყოველივე მტვრად და ნაგვად შერაცხა, მიაფურთხა და წავიდა...სად წავიდა?..რა აირჩია?...უპატიობა... უპოვარება...შევიწროება....დამდაბლება.. დევნა... შეურაცხყოფა...(ზოგჯერ სიკვდილიც და ტანჯვა-წამებაც)...ჩრდილში ყოფნა...ასეთები ბევრნი იყვნენ ეკლესიის ისტორიაში.....„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ რომ წერია ზენონზე...მზეჭაბუკივით იყოო..ფეოდალი.. ყველაფერი გაანიავა...ღარიბ-ღატაკებს მისცა.. „სისხლის დათხევის“ ტოლფასია ქონების დატოვებაო.. წერს ავტორი..უკეთ რომ ვთქვათ...სიცოცხლის დათმობის ტოლფასიაო ლამის...აი, ეს გვხიბლავდა..მაშინდელ ახალგაზრდებს..კეთილდღეობის ნაცვლად სივალალეს რომ ირჩევდა ხალხი...უფრო დიდსა და ნამდვილს, სულიერ რეალობას... ახლა კი რა ხდება?..ახალგაზრდებს გახედვა არ უნდათო ეკლესიისკენ...ეს არის დიაგნოზი..ეს ახალგაზრდები რომ უყურებენ....ვიღაც გაღლეტილი, მწარედ გაქსუებული და ტლანქი გრძნობა-გონების ყვარყვარეები ეკლესიას როგორ ეფარებიან იმისათვის, რომ იოლად აღზევდნენ, გაძღნენ, გაზულუქდნენ...ზემოდან იყურონ და თავიანთ პატივმოყვრულ კომპლექსებს გასაქანი მისცენ..ღარიბი დაჩაგრონ ..დათრგუნონ...იხვეჭონ და განდიდდნენ ამაოებით......აი ამ ვულგარული მატერიალიზმის შემხედვარე ახალგაზრდები ცხადია იმათ მიმართ გამოხატავენ მეტ სიმპატიას, ვინც დატოვა ეს ორგანიზაცია..ან ამ ორგანიზაციის მიერ იქნა გამოგდებული..(არანამდვილი ცხოვრების ტყუილს თავისი ნების სიმართლე რადგანაც ამჯობინა)....არათუ მიაშურა...და იქ წილი დაიდო... არავის არ აინტერესებს და არ სვამს კითხვას: რა მაგალითს ვაძლევთ მომავალ თაობას?!

ლელა ჩხარტიშვილი

ნანახია: (1583)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას