logo.png

მალარიის საწინააღმდეგო წამლები

კორონავირუსისაგან სიკვდილის რისკს ზრდიან

 

მედიკოსმა-მკვლევარებმა განაცხადეს ანტიმალარიული პრეპარატებით მკურნალობისას სახიფათო შედეგების  შესახებ, კორონავირუსის დროს.

სიკვდილიანობა კორონავირუსით დაავადებულ იმ პაციენტებს შორის, ვისაც   ქლოროქინით ან პლაქვენილით (ჰიდროქსიქლოროქინით) მკურნალობდნენ, იყო ორჯერ უფრო მაღალი, ვიდრე იმ პაციენტებს შორის, ვინც არ იღებდა ამ პრეპარატებს.

სახელდობრ: სიკვდილიანობა პაციენტთა შორის, ვისაც მკურნალობდნენ ქლოროქინის ან ჰიდროქსიქლოროქინის გარეშე, იყო 9%.  ჯგუფში, სადაც მკურნალობდნენ ქლოროქინით -    7, 4%-ით მეტი, ხოლო მესამე ჯგუფში, სადაც იყენებდნენ ჰიდროქსიქლოროქინს - სიკვდილიანობა უდრიდა 18%-ს.

ამდენად, გაირკვა, რომ ამ მედიკამენტებს არათუ არ მოაქვთ სარგებლობა, პირიქით - მავნებელნი არიან პაციენტებისათვის.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებიც აკვირდებოდნენ 96 ათას პაციენტს ექვსი კონტინენტის 671 საავადმყოფოში.

შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ „ლანცეტის“  22 მაისის ინფორმაციაში. იხ. https://www.thelancet.com/journals

ნიშანდობლივია, რომ თებერვალ-მარტში პრეპარატის მოქმედებას დადებითად აფასებდნენ ჩინელი მედიკოსები, ხოლო სულ ახლახან ჰიდროქსიქლოროქინს საპროფილაქტიკო საშუალებად რეკლამას უწევდა თვით ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი!

ნანახია: (1480)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას