logo.png

სასარგებლო რჩევა

 

გასულ კვირას, უკრაინის პარლამენტის უმრავლესობის - „სლუგა ნაროდის“ („ხალხის მსახურის“) წევრმა - ევგენი ბრაგარმა ქვეყნის სატელევიზიო ეთერში, „112 არხზე“ საჯარო გამოსვლისას სასარგებლო რჩევა მისცა პენსიონერს.
პენსიონერმა ლუბოვ პავლოვნამ კიროვოგრადის ოლქიდან ცოცხალ ეთერში კითხვით მიმართა დეპუტატს: „როგორ უნდა იარსებოს, თუკი მთელი მისი პენსია იხარჯება კომუნალურ გადასახადებში?“
ხალხის რჩეული დეპუტატი არ დაიბნა და კერძო კი არა, ზოგადი ხასიათის პასუხი გასცა ყველა პენსიონერს ერთად: „თუ პენსიონერს ჰყავს ჯიშიანი ძაღლი, შეუძლია გაყიდოს ის და მშვიდად გადაიხადოს კომუნალური გადასახადები!“
როგორც ხედავთ,  უმრავლესობის დეპუტატები ყველა ქვეყანაში ერთნაირად გამოირჩევიან მახვილგონიერებით!

წყარო
 

ნანახია: (1629)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას