logo.png

კორონავირუსის პანდემია: ქველმოქმედება სიურპრიზით

აზიური ამბების მოამბე - საიტი http://bigasia.ru/ იტყობინება, რომ ინდური „ბოლივუდის“ სუპერვარსკვლავმა, აამირ-ხანმა ჩაიდინა ქველმოქმედება ერთობ ორიგინალური ხერხით.

კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული უფულობისა და ტოტალური გაჭირვების პირობებში, 23 აპრილს მან დელის ყველაზე მივარდნილ, არაპრივილეგირებულ რაიონში გაგზავნა სატვირთო მანქანა დაფასოებული თითო კილოგრამიანი ფქვილის პაკეტებით.

ამ დახმარებაში, რომელიც განკუთვნილი იყო უპოვართათვის,  მსახიობმა ქველმოქმედებასთან ერთად, ტალანტური ფსიქოლოგის ნიჭიც გამოავლინა. მისი გათვლა იყო იმაზე, რომ ამ მცირედი დახმარებისთვის მოვიდოდნენ და რიგში ჩადგებოდნენ მართლაც ყველაზე მეტად გაჭირვებულნი.

ხოლო, იოლი წარმოსადგენია ის სიხარული და აღტაცება, რომელსაც განიცდიდა ფქვილის მიმღები თითოეული ადამიანი, როდესაც ყოველ პაკეტში, მსახიობის მიერ ჩადებულ 15 000 რუპიის დასტას აღმოაჩენდა!

ნანახია: (1583)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას