logo.png

„ებრაელების მოგონილი პანდემია“ და

კორონავირუსისგან დაღუპულნი:  პირველი რუსი ეპისკოპოსი, პატრიარქ კირილთან დაახლოებული მღვდელი და პროტოდიაკონი

 

 ჩვენი მორიგი საინფორმაციო მასალის გარეკანის ფოტოზე გახლავთ შუაურალის დედათა მონასტრის დეკანოზი სერგი. ის ირწმუნება, რომ პანდემია, კორონავირუსი და კარანტინი მოიგონეს ებრაელებმა, რათა მოინელონ რუსები!

ამით მან ამხილა მორიგი შეთქმულება რუსეთის წინააღმდეგ - დასწყევლა ებრაელები და დააყენა საკითხი მათი ბირობიჯანში გადასახლების თაობაზე, რადგან მათი მეცადინეობით რუსი ხალხის ჩასმა სურთ „სატანის ელექტრონულ ბანაკში“ და თვითიზოლაციით ცდილობენ მათ მოწყვეტას „თავისუფლებისა და შრომისაგან“!

ამასობაში კი, კორონავირუსმა იმსხვერპლა პირველი რუსი მღვდელმთავარი, რომელიც  გახლავთ ჟელეზნოგორსკისა და ლგოვსკის ეპისკოპოსი - მეუფე ბენიამინი. ის აღესრულა 26 აპრილს კურსკის საოლქო კლინიკურ ინფექციურ საავადმყოფოში. ინფექციის შედეგად მას განუვითარდა ორმხრივი პნევმონია.

იმავე დაავადებით დაიღუპა საპატრიარქოს ადმინისტრაციული სამდივნოს ხელმღვანელის მოადგილე, პატრიარქ კირილთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი, ელოხოვის ღვთის განცხადების ეკლესიის დეკანოზი ალექსანდრ აგეიკინი.

მისი დაკრძალვა შედგა საგანგებო წესების დაცვით - დასნებოვნების შიშით კუბო ტაძარში არ დაუსვებენიათ. დაკრძალვის მთელი ცერემონიალი გაიმართა ქუჩაში. წესის აგებას ესწრებოდნენ  მღვდელი (ვინც უშუალოდ აუგო წესი), დიაკვანი და ორი სასულიერო პირი. მთელი ოჯახი - ცოლი და ქალიშვილი ავადმყოფობენ - ხოლო ტაძრის დანარჩენი მღვდლები და მრევლიც ასევე: ნაწილი ავადმყოფობს და ნაწილი - კარანტინში იმყოფება.

თუმცა, აგეიკინის დაკრძალვიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია ამავე ეკლესიის პროტოდიაკონ - ევგენი ტროფიმოვის ანალოგიური მიზეზისაგან გარდაცვალების შესახებ.

ნანახია: (2480)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას