logo.png

ქართველების ორი ნაპირი

 

მას შემდეგ, რაც რუსულმა ანექსიამ ინტერვენციული ღვარცოფით წალეკა

ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, მისით საქართველო დაიყო ორ ნაპირად: ერთ

ნაპირზე აღმოჩნდნენ სამშობლოს ერთგული შვილები, რომლებიც არ ურიგდებოდნენ

კარზე მომდგარ მონობას, ხოლო მეორეზე - ერთმორწმუნე მოძალადის სამსახურში

ჩამდგარი ქართველები, რომლებიც ერთგულქვეშევრდომული მორჩილებით და

თავდადებით მსახურებდნენ მათი ქვეყნის დამაქცევარ გადამთიელს.

 

თუკი ერთის მხრივ ალექსანდრე ბატონიშვილი იბრძოდა მტრის ხელიდან სამშობლოს

გამოსახსნელად, იმავე დროს პეტრე ბაგრატიონი ფრანგებს ერკინებოდა რუსების

სახელითროცა სოლომონ დოდაშვილი მეთაურობდა შეთქმულებას რუსების

წინააღმდეგ - გიორგი მუხრან-ბატონი ქართველების რუსებში ათქვეფას ქადაგებდა და

კოტე აფხაზი რომ თავს სწირავდა საქართველოს თავისუფლებისათვის - სერგო

ორჯონიკიძეს მე-11 არმია შემოჰყავდა საქართველოს იავარსაყოფად!

 

აქეთა ნაპირზე დაბადებულისათვის ზედმეტია სამშობლოს სადარაჯოზე დგომის

მიზეზთა განმარტებანი, ხოლო თუ ადამიანი იმ მეორე ნაპირზე დაიბადა, ცხადია, რომ ის

იოლად შეურიგდება სტალინის დანაბარებს ბერიასათვის - წაღმა-უკუღმა გადაეხნა

საქართველო და ვერასოდეს ჩაწვდება მხცოვანი პატრიარქის - ამბროსი ხელაიას მიერ

გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი წერილის შინაარსს, ამბრაზურაზე

გადაფარებული შალვა ერისთავის გმირობას და თავგამეტებას, რომლითაც ქაქუცა

ჩოლოყაშვილი უპირისპირდებოდა ბოლშევიკებს.

 

როდესაც დღევანდელი საკრებულოს წევრიენკავედესპროვოკაციაზე წამოგებულს

უწოდებს ქაქუცა ჩოლოყაშვილს, ამით ის ამხელს თავის მეორე ნაპირზე დაბადებულობას.

ხოლო, მეორე ნაპირზე დაბადებულნი, თანამედროვე ცხოვრებაშიც იმავე პოლიტიკური

შეგნებით ითავისებენ პოლიტიკურ რეალიებს, რომელთაც მათ წინაშე აყენებს ჟამთა ვითარება.

მათთვის გაუგებარია გიგა ოთხოზორიასა და გიორგი ანწუხელიძის თავგანწირვა,

მათთვის მიუღებელია მეუფე პეტრეს ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, მათთვის

გასაკვირია ბაჩო ახალაიას მიერ საკუთარი ნებით ზურგზე წასმული თაფლი.

 

ბუნებრივია, მათთვის ვაჟა გაფრინდაშვილის საქციელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის

განუსჯელობას ედარება და სრულიად უცხოა ის სიტყვები, რომლებიც აკაკი წერეთელმა

მათ სულიერსა თუ გენეტიკურ წინაპრებს უძღვნა: „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს,

თავისუფლების ძებნაში მკვდარი!“

 

მეორე ნაპირზე დაბადებულთათვის აკი საბჭოთა კავშირიც თავისით დაიშალა და

სრულიად უადგილო იყო ქართველთაგან გამოჩენილი უსაფუძვლო აქტიურობა.

ამიტომაც არის საჭირო, „ოცნების“ წევრებსა  და ათ თანამოაზრეთ ერთხელ და სამუდამოდ

განემარტოს - როდესაც რუსეთის ბოლშევიკურ იმპერიას ყავლი გაუვიდა და ეკონომიკური კრახი განიცადა,

იმ დროისათვის, დონალდ რეიგანის მოწადინებით მთელი სამყარო იყო

მორიგებული პრინციპზე: ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც არასდროს არ უცვნია

დემოკრატიულ მსოფლიოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, უნდა გაეშვა იმპერიას,

ხოლო დანარჩენი რესპუბლიკები (რა არის, ფარ ტერიტორიაზე პოლიტიკური

არეულობა არ მოჰყოლოდა პროცესს), ისევ უნდა შეეკრა რუსეთს ახალ, ეგრეთ წოდებულ

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირში.

 

მაგრამ ეს არის სწორედ აქეთა ნაპირზე დაბადებულთა წყალგამყოფი იქითა

ნაპირელებისაგან - ესინი ვერ შეურიგდებოდნენ საქართველოსათვის, მის უკითხავად

გამოტანილ ვერდიქტს და ამადაც მოხდა, რომ ზვიად გამსახურდიამ უარი თქვა თავს

მოხვეულ წინადადებაზე და საკუთარი სამშობლო გამოიხსნა რუსეთის ორასწლოვანი

მონობისაგან, რაზეც მამა ბუშმა რისხვით განაცხადა: „გამსახურდია დინების

საწინააღმდეგოდ მიცურავსდა პასუხად საქართველოს პრეზიდენტისგან მიიღო:

დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან!“

 

მაგრამ ეს მოხდა ბოლოს, მანამდე, კი, ვიდრე იქითა ნაპირელები წინაურდებოდნენ

კომკავშირისა და კომპარტიის რიგებში, აქეთა ნაპირელთა არაერთ თაობას მიჰყავდა

საქართველო ზვიად გამსახურდიას საბოლოო ვერდიქტამდე: ეს იყოორმოციანში

დახვრეტილისამანისწევრებიცა დაორმოცდაათიანშიხრუშჩოვის მიერ დახოცილი

ახალგაზრდობის ეროვნული ფრთაც, „სამოცდაათიანშიქართული ენის სტატუსის

დაცვისათვის გამოსული სტუდენტი მანიფესტანტებიცა და ოთხმოციანში - 9 აპრილის

მსხვერპლიც...

 

და, რომ არა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას აღმართული ეროვნული

თავისუფლების დროშა და ამერიკისა და ევროპის თუმცა გვიანი, მაგრამ მაინც აღიარება

და თანადგომა, შევიდოდა საქართველო განახლებულ საბჭოთა კავშირში - „დსთ“-ში და

ექნებოდა რუსეთის დროშა, რომლის ქვეშ დღეს ყელმოღერებით ამღერებდნენ

ქართველობას: „ვრცელია ჩემი მშობლიური მხარე“.

 

ოცნებისწევრების ბრალი არ გახლავთ, რომ ისინი იქითა ნაპირზე დაიბადნენ;

მაგრამ, ვაი, რომ  საყოველთაო პანდემიის დროსაც კი, თვით საკუთარი თავის გადარჩენის

ინსტინქტი ღალატობთ და,  ხიდს კი არ აგებენ მეორე ნაპირთან შესაერთებლად -

წინანდელზე მეტი სასოებით მისჩერებიან შორეთს ჩრდილოეთის ციალის ხილვის

მოლოდინში!

 

ადმინი

 

ნანახია: (1393)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას