logo.png

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა)  სააღდგომო წირვის ჩატარებასთან  დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ეკლესიის ბუნდოვან შეთანხმებას, საპატრიაქოს ძალის მორიგი დემონსტრირების შედეგად აფასებს. მეუფე პეტრე  “2020NEWS“-თან საუბრისას ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობ იაკობიშვილის შესახებ აცხადებს, რომ ის ხელისუფლებას პატრიარქის გადაყენების მცდელობაში ადანაშაულებდა, რაზეც გამოძიება არ დაწყებულა.

“მეუფე იაკობი წლებია ჭორიკნობით და ცრუ ინფორმაციების გავრცელებით გამოირჩევა.

მან ოქტომბრის თქვეში არაფხიზელ მდგომარეობაში გაავრცელა ინფორმაცია,

თითქოს ის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან,

გიორგი კვირიკაშვილთან დაიბარეს და ხელისუფლება მისგან პატრიარქის გადაყენებას ითხოვდა.

ამ საქმეზე გამოძიება არ ჩატარებულა და მეუფე იაკობმაც უკან დაიხია.  

ხელისუფლებამ მოსთხოვოს პასუხი, თუ იაკობი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ან დადასტურდეს, 

რომ თავად ხელისუფლება მალავს კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობას.

უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ და ეკლესიამ ღვთის ანაბარა დატოვა საზოგადოება და მრევლი. ხელისუფლებამ მას უთხრა, ყველაფერი თქვენს სინდისზე იყოს.  მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ სინდისიერება და პასუხისმგებლობა იქონიონ, ვინდიდან არც ხელისუფლება და არც საპატრიარქო უქმნია ღმერთს მწყემსი კეთილად. მოსახლეობამ უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა. წარმოიდგინოს, თითქოს თვითონ არის დავირუსებული, გადამტანი ამ ვირუსისა და დარჩეს სახლში, რათა მოყვასს, რისკის მქონე ადამიანებს გავუფრთხილდეთ.

სინდისი არის პატარა ღმერთი, ამიტომ სინდისის ხმას დაუჯერონ“,- განაცხადა სააგენტოსთან ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, ახლა ხელისუფლების მთავარი მიზანია, რომ ძალაუფლება არჩევნების გზით როგორმე შეინარჩუნოს, ამიტომ  ის ეკლესიასთან კონფრონტაციაზე არ მიდის.

საბჭოთა ხელისუფლების შემდეგ, საპატრიარქოს ყველა ხელისუფლებასთან გადის განსჯის სპეკულაცია

 და პოლიტიკური თამაშები. ის ყველა ხელისუფლებასთან საკუთარი ძალის დემონსტირებას ახდენს. 

ხელისუფლების მთავარი მიზანია, რომ ძალაუფლება არჩევნების გზით შეინარჩუნოს, ამიტომ  

ის ეკლესიასთან კონფრონტაციაზე არ მიდის. ასეთი ქმედებით ხელისუფლება 

აღიარებს, რომ მისთვის მთავარია ძალაუფლება

 და არა სახელწიფოებრიობა“,- განაცხადა მეუფე პეტრემ. 

ინფორმაციისთვის, დღეს ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ  ხელისუფლება კორონავირუსით დაინფიცრებული ადამიანების სტატისტიკას მალავს. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში არსებული კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საპატრიარქო აღდგომის ღამეს წირვას უცვლელი წესით ჩაატარებს. ქვეყანაში არსებული კომენდანტის საათის ფონზე კი, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევას არ გამოიწვევს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ნანახია: (1045)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას