logo.png

უკრაინულმა ტესტებმა გამოავლინა კიევო-პეჩორის ლავრის 30 ინფიცირებული სასულიერო პირი

 

უკრაინაში გაასაჯაროვეს, რომ ქვეყანას გააჩნია საკუთარი ტესტ-სისტემები კორონავირუსის გამოსავლენად. კვლევები ხორციელდება „დიოგენის“ ლაბორატორიაში.

ტესტებმა წარმატებით გაიარეს გამოცდა.

ტესტ-სისტემების ღირებულებაა 5ათასი გრივნა 50 კაცისთვის (ანუ, ჩვენი ანგარიშით, დაახლოებით 8-9 ლარი კაცზე), რაც 5-ჯერ უფრო იაფია გერმანულ ანალოგზე.

ლაბორატორია მზად არის, დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებისთვის! მას შეუძლია ამ ტესტ-სისტემების დიდი რაოდენობით მოწოდება!

წარმატებული გამოცდის მაგალითია 4 აპრილს ლაბორატორიის მიერ კიევო-პეჩორის ლავრის საეკლესიო მსახურთა ტესტირება, რომლებიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ატარებდნენ  წირვა-ლოცვებს. ლაბორატორიიდან ლავრამ მიიღო ტესტირების პასუხები - 44 შემოწმებული სასულიერო პირიდან 30-ს აღმოაჩნდა დადებითი შედეგი კორონავურისზე. იხ. https://fakty.com.ua/ru/ukraine/20200408-koronavirus-u-kyyevo-pecherskij-lavri-infikovano-30-duhivnykiv/

 

ნანახია: (1337)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას