logo.png
Giorgi Geguchadze

 თუ უყვარს თავისი შვილი, მაშ, რატომ აცხოვრებს ჯოჯოხეთის ბუდეში, ამერიკაში?

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი - 9 აპრილის შესახებ - YouTube

"დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ,,ქადაგება" გამომიგზავნა რამდენიმე ადამიანმა და მთხოვა შეფასება.

უპირველეს ყოვლისა, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მღვდელმა ამბიონოდან უნდა იქადაგონ მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეზე, განმარტოს შესაბამისი დღის წმ.წერილის საკითხავი, ისაუბროს წმ.მამათა სულიერ გამოცდილებაზე. ამბიონი არის ადგილი, საიდანაც უნდა ისმოდეს ქრისტეს სახარება და არაფერი სხვა.

დეკანოზ ა. მინდიაშვილის ,,ქადაგებაზე" კი რა მოგახსენოთ. კაცი ლანძღავს დასავლეთს, ევროპას, ამერიკას. ფაქტობრივად, დედამიწაზე თუ სადმე არსებობს ჯოჯოხეთი ფიზიკური ადგილმდებარეობის განსაზღვრებით, მინდიაშვილისთვის ეს ადგილი არის ევროპა და ამერიკა...

ჰოდა, ამ კაცს თავისი შვილი ჰყავს ამერიკაში საცხოვრებლად გაშვებული უკვე რამდენი წელია, პარალელურად იღებს ამერიკულ განათლებას ვლადიმირის უნივერსიტეტში...

რავიცი, ჰკითხეთ ვინმემ, თუ ასე ღვთის პირიდან გადავარდნილია იქაურობა, თავისი შვილი არ უყვარს ,წლებია, იქ რომ ცხოვრობს?

თუ უყვარს თავისი შვილი, მაშ, რატომ აცხოვრებს ჯოჯოხეთის ბუდეში, ამერიკაში?

თუ ვინმე ჰკითხავთ, მართლა გულწრფელად მაინტერესებს პასუხი"

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

ნანახია: (287)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას