logo.png

უკრაინა - კორონადემოკრატია, რუსეთი - კორონადიქტატურა, საქართველო - კორონაშერჩევითობა: "ოცნებისათვის" და ოპოზიციისათვის!

 

როგორც ჩვენი საიტი წინა წერილით იუწყებოდა, საფრანგეთში „ფართზე“  მყოფმა უკრაინელმა მილიონერებმა სამშობლოს უხვად ჩამოუტანეს ინფექციური კორონავირუსები.

დღეს რუსეთიდან ვრცელდება ინფორმაცია მსგავსი ისტორიის შესახებ ტიტულარულ პიროვნებასთან დაკავშირებით:

 

რუსული საინფორმაციო პორტალი   https://tass.ru/proisshestviya/8055787 იუწყება იმის თაობაზე, რომ მარტის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა სტავროპოლის ოლქის მედიკოსის მიმართ კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინის დაუცველობის გამო.

მარტის დასაწყისში, სტავროპოლის სამედიცინო უნივერსიტეტის  ინფექციურ დაავადებათა და ფტიზიატრიის კათედრის პროფესორი, რომელიც იმავდროულად არის სტავროპოლის ოლქის მთავარი უშტატო ინფექციონისტი, უმაღლესი სასწავლებლის და სამინისტროს დაუკითხავად გაემგზავრა დასასვენებლად ესპანეთში, სადაც დაჰყო 6-დან 9 მარტამდე

ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ამ ქალბატონს ხელმძღვანელი ორგანოები არ ჩაუყენებია საქმის კურსში და არ გაუსაჯაროებია საკუთარი საზღვარგარეთ ყოფნის გარემოებანი იმ ქვეყანაში, სადაც იყო კორონავირისის შემთხვევები  და არ მიუღია ზომები საკუთარი თავის 14 დღით თვითიზოლაციისა - ცხოვრობდა ჩვეულებრივ რეჟიმში - სტუმრობდა უწყებებსა და დაწესებულებებს, კითხულობდა ლექციებს, ესწრებოდა კონფერენციებს... ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ, მკვეთრად გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, იქნა ჰოსპიტალიზებული და დაუდგინდა კორონავირუსის ინფექცია.

ახლა, უპასუხისმგებლო ქალბატონის საქციელთან დაკავშირებით, მასთან ერთად პასუხისგება მოუწევთ სტავროპოლის ოლქის ადმინისტრაციულ ორგანოებს და „როსპოტრებნადზორის“ პასუხისმგებელ პირებს.

 

როგორც ვხედავთ, უკრაინის უპრაგონო დემოკრატიის პირობებში სრულად არის გარკვეული იმ რესპექტაბელურ პიროვნებათა ვინაობა, ვინც ჩაიდინა დანაშაული; რუსეთის შეუზღუდავი დიქტატურის პირობებშიც გამხელილია იმ  პატივდებული პირის ვინაობა,  ვინც უპასუხისმგებლოდ მოიქცა.

და სრულიად განსაკუთრებულია საქართველოს დამოკიდებულება მსგავსი ვითარების პირობებში - ის რადიკალურად გაყოფილია ორად: გაცხადებული და აკრძალულია ოპოზიციის ქმედებებისათვის და დაფარული და დაშვებული - „ოცნებისათვის“!

პირველთათვის: აკრძალულია ოპოზიციის ათკაციანი შეკრებები - შალვა ნათელაშვილის ოფისში, მოსახლეობისთვის ნიღბების დარიგება -ზუგდიდში და თვითმფრინავებით ქართველების უცხოეთიდან გადმოყვანა - სამშობლოში  და მეორეთათვის:  დაშვებულია მრავალრიცხოვან თანამშრომელთა შეკრება კახა კალაძის ღონისძიებაზე და ვერასოდეს შევიტყობთ იმ პირთა ვინაობას, ვისი ხელდებითაც გაგრძელდა და ვინ ესწრებოდა გავრილოვის  თანამემამულეთა ვოიაჟს, მათი უდიდებულესობა ერთმორწმუნე კორონავირუსიანი რომანოვების სტუმრიანობით და არც იმ დამნაშავე პირებს დაგვისახელებენ საჯაროდ, ვინც დაუშვა ამერიკიდან ჩამოსული ექიმი პაციენტებთან კარანტინის გარეშე!

ეს ახალი ინფექცია კორონავირუსი კი არა - ლაკმუსი აღმოჩნდა: ზოგი  ქვეყანა შეკრა და შეაკავშირა, ხოლო ზოგი - საბოლოოდ გაჰყო ორ ნაწილად!

 

ნანახია: (1177)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას