logo.png

 

ნაპოლეონი და იტალია

ოლეს ბუზინა

 

არსებობს გამოთქმა - ნაპოლეონის გეგმა. თანამედროვე იტალია - ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია რეალურად ხორცშესხმული ნაპოლეონის გეგმისა.

იტალიაში უყვართ მეფე ემანუელისათვის ძეგლების დადგმა. ოფიციალურად ის არის ქვეყნის გამაერთიანებელი. გრაფ კავურთან და გარიბალდისთან ერთად ეს მეფე - ეროვნული მითის სამ გმირთაგან ერთ-ერთია. მითს აქვს იტალიურად მჭექარე სახელწოდება - „რისორჯიმენტო“. თარგმანში ეს ნიშნავს  აღდგინებას. თუკი ამ ზღაპარს უბრალო ფორმულამდე დავიყვანთ, იგი ასე გამოიყურება: XIX საუკუნეში იტალია გმინავდა უცხოელ დამპყრობთა  უღელქვეშ და იტალიელები ოცნებობდნენ განთავისუფლებაზე და ერთიანი ქვეყნის შექმნაზე - მის აღდგინებაზე. გამოჩნდა მამაცი მეფე ვიქტორ ემანუელი და ბრძენი პრემიერ-მინისტრის - გრაფ კავურის დახმარებით გაანთავისუფლა ქვეყანა ავსტრიელთა ბატონობისაგან. იდიდე, აღორძინებულო იტალიავ!

ჩვენს ვარიანტში ამ პოლიტიკურმა ზღაპარმა წარმოშვა მითიუკრაინელი პიემონტისშესახებ, რომელსაც გალიჩინაში მიაგნო პროფესორმა გრუშევსკიმ. მაგრამ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ პირველი ადამიანი, ვინც რუკაზე1861 წელს  იტალიის სამეფო დახატა, იყო არა ვიქტორ ემანუელი, არამედ - ნაპოლეონ ბონაპარტე, 1805 წელს. იგი იყო სწორედ იტალიის პირველი მეფე, ხოლო ვიქტორ ემანუელის დროს ყველაზე მეტი სისხლი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის დაღვარეს არა იტალიელებმა, არამედ...ფრანგებმა.

ჩვენი წერილი ეძღვნება  ერის შექმნის ტექნოლოგიას და   ნაციონალურ მითოლოგიას. ის, რაც  ამჟამად ხდება უკრაინაში, უნიკალური მოვლენა არ გახლავთ - ოდენ უკანასკნელი პროცესის სუსტი ტალღაა, რომელიც თავის დროზე დიდი ფრანგული რევოლუციის ეპოქაში დაიძრა ევროპაშიეროვნებათა შემქმნელნი დასავლეთში ცრუობდნენ ჩვენს დამოუკიდებლობისმამებზეარანაკლებად. მაგრამ პარალელები იტალიასა და უკრაინას შორის განსაკუთრებულად შთამბეჭდავია, რადგან ერთიცა და მეორე ქვეყანაც ფაქტობრივად არაფრისაგან შექმნეს - „აღადგინესის, რაც არასდროს  ყოფილა.

უნდა შევქმნათ იტალიელები“. არსებობს იმავე გრაფ კამილო დი კავურის 1861 წელს წარმოთქმული ცნობილი ფრაზა: „იტალია უკვე შევქმენით, ახლა საჭიროა იტალიელების შექმნა“. უკრაინელი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, კავური მხიარული ჯეელი გახლდათ  - ღვინისა და ქალების მოყვარული, და განსაკუთრებული მიზეზის გარეშე არ ცრუობდა; ყოველ შემთხვევაში, საკუთარ თავს არ იტყუებდა. XIX საუკუნის დასაწყისამდე იტალია მხოლოდ გეოგრაფიული ცნებაა. დანტე და ბენვენუტო ჩელინი თავს ფლორენციელებად თვლიდნენ, კაზანოვა - ვენეციელად, კოლუმბი - გენუელად. არცერთი მათგანი თავს იტალიელად არ ცნობდა. რა უნდა ყოფილიყო საერთო ვენეციელსა და გენუელს შორის, თუკი ისინი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ და

ყველაზე მეტად სძაგდათ ერთმანეთი? სასტიკი ომები გენუასა და ვენეციას შორის - ეს არის შუა საუკუნეების მთავარი კონფლიქტი იტალიაში. აღმოსავლეთში მოგზაურობის წიგნი ვენეციელმა მარკო პოლომ გენუის ციხეში დაწერა. არ არსებობდა ერთიანი ლიტერატურული ენა. მემუარები, რომლებმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანეს, კაზანოვამ ფრანგულ ენაზე შექმნა. მისი თანამემამულე, ცნობილი ეროტიკული პოეტი ბაფო თავის ნაწარმოებებს ქმნიდა ვენეციურ ენაზე. ნებისმიერი ფილოლოგისათვის ცნობილია დანტეს სიტყვები: „იამაყე ფიორენცა, დიდებით!.. თვით შენი ჯოჯოხეთიც სიდიადით არის მოსილი...“

და არცერთი სიტყვა იტალიაზედანტესათვის სამშობლო ეს არის ფლორენცია, ფიორენცა. მას თავის გონებაში  მიმართავდა იგი,  საკუთარი ქალაქიდან განდევნილი,  როგორც გერმანელი იმპერატორის მომხრე დამარცხებული გიბელინების  პარტიის  წარმომადგენელი. დანტე მიიჩნევდა: ერთი ღმერთია ცაზე, ესე იგი ერთი მეფე უნდა იყოს დედამიწაზეც. ხოლო ტრაქტატმონარქიაში“, სადაც ის თავის აზრებს გადმოსცემს, პოეტი მიმართავსიტალიის ხალხებსდა არა ხალხს.

ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე  1796 წელს იტალიაში არ შეიჭრა კორსიკული წარმოშობის ფრანგი გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტე. ჯერ კიდევ მისი შეჭრის კვირაძალზე იტალიაში არსებობდა ბევრი ქვეყანა: ნეაპოლიტანური სამეფო, რომელსაც თანამედროვე იტალიის თითქმის ნახევარი ეკავა; სარდინიის სამეფო, რამდენიმე საჰერცოგო - მოდენა, პარმა, ტოსკანა; პაპის ოლქიდედაქალაქით რომში და ორი რესპუბლიკა - გენუა და ვენეცია.

მთელი ეს ცუდად დებული სიკეთე ბონაპარტემ დაიპყრო რამდენიმე თვეში, ხოლო შემდეგ ნანგრევებზე შექმნა  იტალიის რესპუბლიკა, რათა უფრო იოლად ემართა დაპყრობილი ტერიტორიები. იმ დროისათვის ახალგაზრდა ავანტიურისტი ჯერ კიდევ რესპუბლიკელი იყომაგრამ 1805 წელს საკუთარი თავი გამოაცხადა იმპერატორად, ხოლო იტალიური რესპუბლიკა - იტალიის სამეფოდ. იტალიის მეფედ, რაღა თქმა უნდა, დანიშნა საკუთარი თავი,  დაიდგა თავზე ლანგობარდების რკინის გვირგვინიეს გვირგვინი ეკუთვნოდა შუა საუკუნეების გერმანული ტომის წინამძღოლთ, რომლებმაც ჩვენი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში დაიპყრეს იტალია. გვირგვინი სინამდვილეში ოქროსია. მაგრამ შიგნიდან, პერიმეტრის გაყოლებაზე გასდევს მორკალული რკინის ლურსმანი, რომელიც თითქოსდა იმ ჯვრიდან უნდა იყოს  წამოღებული, რომელზეც გაიკრა მაცხოვარი. აქედან წარმოდგება დასახელებაც.

როგორც იტალიის მეფეს, ნაპოლეონს გვირგვინი დაედგა 1805 წელს მილანში. მან გამოუშვა 40 ლირის ღირებულების ძალიან ლამაზი ოქროს მონეტები. ერთ მხარეს ეწერაიმპერატორი ნაპოლეონი“, ხოლო მეორე მხარეს - „იტალიის სამეფო“. მანვე დაადგინა ამ სახელმწიფოს დროშა, რომლის ფერები ემთხვევა დღევანდელი იტალიის სახელმწიფო ალამს - მწვანე,

ეთრი და წითელი. იოლი შესამჩნევია, რომ ეს დროშა ძალიან ჰგავს ფრანგულ დროშას - ოღონდ ცისფერია მწვანეთი შეცვლილიასე აჩუქა ნაპოლეონმა იტალიას სახელმწიფო და მთავარი სიმბოლო.

მაგრამ ქვეყნის გამუდმებით მართვა  იტალიის პირველ მეფეს არ შეეძლო. ის ხომ იმავდროულად საფრანგეთის იმპერატორი იყოამიტომაც სახელმწიფოს მეთაურის პასუხისმგებლობა ვიცე-ხელმწიფის ტიტულით დააკისრა ევგენი ბოგარნეს - საკუთარი ცოლის, ჟოზეფინას ვაჟს პირველი ქორწინებიდან. ნაპოლეონი ხომ საერთოდაც ოცნებობდა გაერთიანებულ ევროპაზე, სადაც მმართველები იქნებოდნენ ის, მისი ნათესავები და მისი გენერლები.

მასალა პიცისათვის. მაგრამ ევროპის გაერთიანება არ გამოვიდა. იგი გაიყინა რუსეთის თოვლში ზუსტად შვიდი წლის შემდეგ, იქ, საითკენაც მოუხდათ მსვლელობა იმპერატორის მიერ შექმნილ პირველიტალიელებსაც“: 27 ათასი კაცი იღებდა მოსკოვზე ლაშქრობაში მონაწილეობას, საიდანაც  დაბრუნდა მხოლოდ ყოველი ოცდამეშვიდე - მხოლოდ ათასი დატილიანებული სასწაულებრივად გადარჩენილი  გმირი - გენეტიკური მასალა გამრავლებისათვის, რომელმაც გამოცდას გაუძლო ბუნებრივი გადარჩევის გზით. „არ შეიძლება უარვყოთ, რომ ნაპოლეონი სიმპათიას გამოხატავდა  იტალიელთა მიმართ იმ ბუნდოვანი რასობრივი ერთობის გამო, რომლის მოქმედებაც  განსაკუთრებული ძალით ვლინდებოდა ყოველჟამს, როდესაც ის იმყოფებოდა მათ ქვეყანაში  და უშუალო ურთიერთობაში შედიოდა მათთან“ - წერდნენ „XIX საუკუნის ისტორიაშიფრანგი პროფესორები ლავისი და რამბო. ან როგორ შეიძლებოდა ნაპოლეონს არ გამოეხატა სიმპათია? აკი მან გამოიგონა იტალიელები!

თუმცა,  იტალიის პირველი მეფე არ უარყოფდა  ნახევარკუნძულზე სხვა ხალხების არსებობას. პიემონტელებზე ახლო დაკვირვებისას მან გადაწყვიტა, რომ ესენი იყვნენ არა იტალიელები, არამედ ფრანგები და მიუერთა ისინი საფრანგეთს უშუალოდ - პიემონტელთა ენა დღესაც კი გაცილებით მსგავსია ფრანგულის, ვიდრე იტალიურის. სამხრეთში კი მან დატოვა ნეაპოლიტანური სამეფო და იქ მეფედ დასვა თავისი მეგობარი მიურატი - უბრალო მიკიტნის შვილი ტულუზიდან: ჩათვალა, რომ ამ მაფიოზებისათვის გაცილებით ორგანული იქნებოდა მისი ყოლა, თვინიერ ბურბონების დინასტიის კანონიერი მეფის - ფერდინანდისა. მიურატი დაჯდა ტახტზე, ფერდინანდი გაიქცა სიცილიაში. იქ მას ჰქონდა კიდევ ერთი სიცილიური სამეფო, სადაც ტრაფალგარში განადგურებული ფლოტის არარსებობის გამო, იმპერატორი ვერ მიაწვდენდა ხელს.

მარიონეტულმა ნაპოლეონის იტალიამ გასტანა 1815 წლამდე, სანამ მისმა შემქმნელმა არ წააგო ომი ვატერლოოში და არ დაემკვიდრა წმიდა ელენეს კუნძულზე. „კორსიკელი ურჩხულისდამმარცხებელნი - დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ავსტრია და პრუსია  - ვენის კონგრესზე შეთანხმდნენ ომისშემდგომი მსოფლიოს მოწყობაზე. იტალიაში ყველა

ფერი ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა - ვიდრე იქ ფრანგები შეაღწევდნენ. კვლავ აღდგნენ დამოუკიდებელი ქვეყნები - პარმა, მოდენა, ტოსკანა... ეგ იყო - ნეაპოლიტანური და სიცილიური სამეფოები შეერთდნენ მხოლოდ ადგილობრივ ბურბონთა ხელისუფლების ქვეშ და გადაერქვათ სახელი ორივე სიცილიის სამეფოდ, ხოლო ვენეცია და ლომბარდია - ნაპოლეონისგან გამოგონილი  ანუ ყოფილიიტალიის სამეფოსტერიტორია, აღმოჩნდნენ ლომბარდო-ვენეციის სამეფოს სახელწოდებით ავსტრიის გამგებლობაში. ვენა ნიშნავდა იქ თავის ვიცე-მეფეს - ზუსტად ისე,  როგორც ამას იქმდა ნაპოლეონი. დამკვიდრდა მშვიდობა და უშფოთველობა.

პიემონტელი კომბინატორები. ბუნებრივია, რომ ეს მშვიდობა ყველას არ მოსწონდა. ბევრნი, და მათ შორის პირველ ყოვლისა, ეგრეთ წოდებული ინტელიგენტები ამბობდნენ,  რომ ნაპოლეონის დროს, როდესაციყო იტალია“, უფრო თავისუფლად და უკეთესად ცხოვრობდნენ. ჩექმის მსგავს ნახევარკუნძულის ყოველ დამოუკიდებელ ქვეყანაში იყვნენ თავიანთი ანთებადი  ელემენტები. ადგილობრივი მთავრობები მათ საკმაოდ ეფექტურად ებრძოდნენ.

ააჯანყებს რომელიმე მორიგი რევოლუციონერი ხალხს სადმე პარმაში სხვების დასანახადგაისვრის ლოზუნგებს მოედანზე თავისუფლების მოთხოვნით და გაიქცევა საზღვარგარეთ; მთავარისაზღვარგარეთიამ რევოლუციონერებისათვის იყო პიემონტი - სარდინიის სამეფო - სწორედ ის, რომლის მცხოვრებნიც ლაპარაკობდნენ ფრანგულის მიმსგავსებულ ენაზე. ადგილობრივ მეფეს - ვიქტორ ემანუელს მიაჩნდა, რომ ეს მისთვის ხელსაყრელი იყომას ასე შეეძლო ეტერორებინა მოწინააღმდეგენი - ყველა დანარჩენი იტალიელი მონარქი. ხოლო ვისაც ვერ იტევდა პიემონტი, ისინი მირბოდნენ საფრანგეთში. სწორედ იქ შექმნა ჯუზეპე მაზინიმ თავისი ორგანიზაციაახალგაზრდა იტალია“, რომელიც ძირითადად მისი მეგობრებისაგან შედგებოდა. მაძინი უშვებდა ჟურნალს და  იტალიურ სახელმწიფოთა გროვის ნაცვლად მოითხოვდა ერთ რესპუბლიკას - როგორც ეს ძველი რომის დროს იყო.

სინამდვილეში, იტალია იმ დროს იყო დიდი ბუფერული ზონა ავსტრიასა და საფრანგეთს შორის. და ამ დროს პიემონტის მეფეს გამოუჩნდა ძალიან გონიერი მინისტრი გრაფი დი კავური. საფრანგეთშიც ხელისუფლების სათავეში მოვიდა  ნაპოლეონ ბონაპარტეს ნათესავი - ნაპოლეონ III. შესაძლებლობის ფარგლებში ახალგაზრდა ცდილობდა მიებაძა ბიძისათვის და მიზეზითა თუ უმიზეზოდ ერთვებოდა ჩხუბში. მუშკეტერის ულვაშებიანი მესამე ნაპოლეონი ერთთავად ავსტრიასთან და რუსეთთან ომისაკენ იწევდა - საოჯახო წყენაზე შურის საძიებლად.

მოხერხებულმა და ცბიერმა პიემონტელებმა - ვიქტორ ემანუელმა და კავურმა გადაწყვიტეს: რატომაც არ შეიძლებოდა ნაპოლეონ III-ის ფეთქებადი აგრესია თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ?  წავუქიცინებთ კუდს საფრანგეთს, ჩავაბამთ ავსტრიასთან ომში და შევქმ

ნითიტალიის სამეფოსდა თვით ჩავუდგებით მას სათავეში. ახალმა ნაპოლეონმა ხომ უნდა გააკეთოს რაიმე სასიკეთო ასეთი შესანიშნავი მოკავშირეებისათვის!

მომავალ იტალიას კავური და ვიქტორ ემანუელი უცქერდნენ, როგორც ბიზნეს-პროექტს. თუკი ყველა საზღვარს მოარღვევდნენ  ამ იტალიურ ჩექმაში, მაშინ შეიძლებოდა მასში მოზრდილი პიემონტური ფეხის ჩაყოფა. მთელი ხაზინა, ყველა გადასახადი, რომელსაც კრებენ ორი სიცილიის მეფეები, პარმის და ტოსკანის ჰერცოგები, აგრეთვე რომის პაპი (რომელსაც კარგი მადა აქვს) წამოვა ჩვენსკენ - გონიერი და პროგრესული მოღვაწეებისაკენ.

იმისათვის, რათა მოეპოვებინათ ნაპოლეონ III-ის ნდობა, ორი სარდინიელი თვალთმაქცი ჩაება ყირიმის ომში. პიემონტელთა ლაშქრის თქუთმეტათასიანი კორპუსი მთელი წელი იყინებოდა სევასტოპოლთან - ამბობდნენ, რომ თავიც გამოიჩინაჩორნაია რეჩკაზე“. მაგრამ საწყისი პოლიტიკური კაპიტალი კავურმა და ვიქტორ ემანუელმა მომგენიანად დააბანდეს. ნაპოლეონი ძალიან კმაყოფილი დარჩა მათი წვლილით საერთო გამარჯვებაში და საპასუხოდ  საკუთარი თავი შერგო ავსტრიის წინააღმდეგ ომში - იტალიისგასანთავისუფლებლად“.

ეროვნული იტალიური მითი გვამცნობს, რომ ყველა იტალიელი ოცნებობდა ამ თავისუფლებაზე. მაგრამ სინამდვილეში იტალიის მომავლისათვის იბრძოდნენ ფრანგები. თუმცა, არცთუ  უანგაროდ. ნაპოლეონ III მთლად შტერიც არ ყოფილა. იტალიური საქმისთვისუანგაროდახმარების სანაცვლოდ პიემონტელ მაქინატორებს ის გამორჩა  ნიცასა და სავოიას, რაც მანამდე პიემონტს ეკუთვნოდა. სავოია იყო ვიქტორ ემანუელის პაპისეული მემკვიდრეობა - სავოიის დინასტიის კუთვნილება. მაგრამ მან სენტიმენტებსაც  მიაფურთხა და პაპისეულ მემკვიდრეობასაც მომავალი კეთილდღეობის ფასად - იტალია ხომ ორმოცდაათჯერ უფრო დიდი იყო რაღაც სავოიაზე. ჯანდაბას ეს სავოია განსვენებულ პაპასთან ერთად. ძალიან ბურჟუაზიული მეფე იყო - რეალურად უცქერდა ვითარებას.

სასაცილო სიტუაცია გამოვიდა. ავსტრია იბრძოდა პატარა დამოუკიდებელი იტალიური სახელმწიფოებისათვის თავხედური პიემონტის წინააღმდეგ, რომელსაც ნაპოლეონ III  მფარველობდა. ხოლო საფრანგეთი - მომავალი დამოუკიდებელი მარიონეტული იტალიისათვის პიემონტის მეთაურობით. ლამაზი სიტყვების უკან  იმალებოდა დიდი სახელმწიფოების ორი უხეში პოლიტიკური გათვლა. ავსტრიელებს აწყობდათ დანაწევრებული იტალია, როგორც ბუფერული ზონა მათსა და საფრანგეთს შორის. ხოლო ფრანგებს სურდათ ავსტრიის დასუსტება და თავიანთთვის მეგობრული ახალი სახელმწიფოს შექმნა, რომელიც დაუჯერებდა არა ვენას, არამედ პარიზს.

მტრები შეიყარნენ ლომბარდიის ვაკეზე - სოფელ სოლფერინოსთან 1859 წლის 24 ივნისს. ერთის მხრივ - 120 ათასი ავსტრიელი და მეორეს მხრივ - 25 ათასი პიემონტელი და 94 ათასი ფრანგი. ასეთი ბრძოლა ევროპას დი

დი ხანია არ ენახა. ავსტრიელებს წინ მიუძღოდა თვით იმპერატორი ფრანც-იოსები, მოკავშირეებს - ნაპოლეონი და ვიქტორ ემანუელი. ლაშქარი ფრონტის გასწვრივ გაშლილი იყო 5 მილის მანძილზე. ავსტრიელები გააფთრებით იბრძოდნენ, მაგრამ ფრანგებმა, რომლებსაც ეკავათ მნიშვნელოვანი სიმაღლეები, ყველა თავდასხმა მოიგერიეს და გადავიდნენ შეტევაზე. პიემონტელებმაც გამოიჩინეს თავი - იტალიის მომავლისათვის იმდენი გაიღეს, რომ გაკვირდა თვით მთავარიიტალოფილინაპოლეონ III. გამარჯვების მიღწევისთანავე მან ხელი მოაწერა ფრანც-იოსებთან საზავო ხელშეკრულებას და გაემგზავრა პარიზს. სწორედ ამ საომარ ქმედებათა შემდეგ მოიგონეს საერთაშორისო წითელი ჯვარი - ისე საწყალობლად ყმუოდნენ სოლფერინოსთან ფეხებწაცლილი დაჭრილები. ხოლო, რადგან ისინი ძირითადად ფრანგულად გამოხატავდნენ თავიანთ წუხილს,  მათი საწუხარი  შესმენილ იქნა.

სიცილიური ტრაგედია. სამაგიეროდ, დიდი ფრანგული გამარჯვების შედეგად მსოფლიოს რუკაზე გაჩნდა დამოუკიდებელი იტალია  - იმავე მწვანე-თეთრი-წითელი დროშითრომელიც მისთვის მოიგონა ნაპოლეონ-უფროსმა. დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო. სახელმწიფო ენად დააწესეს ტოსკანური, რადგან ამ ენაზე ლაპარაკობდა დანტე. ხოლო ის, რომ დანტე ემხრობოდა გერმანიის იმპერატორის მმართველობას იტალიაზე, ახალ იტალიელთაგან არავის აღელვებდა  - აკი დიდი ხნის წინ იყო ეს, XIV საუკუნეში: ვიღას ეხსომებოდა ეს პოლიტიკური ცდომილებანი? სამაგიეროდ მსოფლიოში ცნობილი პოეტი გახლდათ - თანამემამულენი მოზიარენი იყვნენ მისი დიდებისა! იტალიაში დღემდე ხუმრობენ, რომ მათთვის პირველი უცხო ენა არის იტალიური - სახლში ყველანი ძველებურად ლაპარაკობენ სიცილიურად, ვენეციურად, პიემონტურად.

ვიქტორ ემანუელმა და მისმა კლანმა გაანადგურეს ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოები იტალიის ტერიტორიაზე. ყველაზე მეტად დაზარალდა ორივე სიცილიის სამეფო. ცხოვრების დონე იქ ერთბაშად დავარდა. იტალიელი ემიგრანტები, რომლებსაც ფილმებში უჩვენებენ ხოლმე, ეს უპირველესად სიცილიელები არიან, რომლებიც ოკეანის გაღმა აღმოჩნდნენ განაპირებულნი ბედნიერი იტალიური რისორჯიმენტოსაგან. ცნობილი მაფია - ეს არის პიემონტის მტაცებლების წინააღმდეგ პარტიზანული მოძრაობის ნარჩენები.

იტალიის გაერთიანების ლოგიკური შედეგი გახდა არა თავისუფლება, არამედ ორ მსოფლიო ომში მონაწილეობა და მუსოლინის ფაშიზმი: რამეთუ  ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც იძულებულია ცალკეულ ნაწილებს შორის არსებული შინაგანი წინააღმდეგობები დაძლიოს, გადადის მკაცრ შიდა და აგრესიულ საგარეო პოლიტიკაზე.

არსებობს ასეთი გამოთქმა - ნაპოლეონის გეგმა. თანამედროვე იტალია - ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია  ნაპოლეონის ასრულებული გეგმისა. ამავე რეცეპტით იქმნებოდა და იქმნება ყველა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო

 

 

 

ნანახია: (2384)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას