logo.png

იტალია კეტავს 14 პროვინციის საზღვრებს

 

როგორც იტალიური გაზეთი Corriere della Sera იუწყება, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ  ჩაკეტა რეგიონალური საზღვრები კორონავირუსის გავრცელების გამო.

დოკუმენტის თანახმად, იტალიაში 8 მარტიდან 3 აპრილამდე ჩაიკეტება შესასვლელად და გამოსასვლელად მთელი ლომბარდია და კიდევ 14 პროვინცია:  პარმა, პიაჩენცა, რიმინი, რეჯო-ნელ-ემილია, მოდენა, პეზარო, ურბინო, პადუა, ტრევიზო, ალესანდრია, ვერბანო-კუზიო-ოსოლა, ნოვარა, ვერჩელი და ასტი.

შესვლა და გამოსვლა ამ პროვინციებიდან ნებადართული იქნება საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში.

ამ რაიონებში დროებით დაიკეტება სკოლები, უნივერსიტეტები, სპორტული დარბაზები და მუზეუმები, შეჩერდება რელიგიური ცერემონიები.

რესტორნები და ბარები გააგრძელებენ მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  მიმსვლელები განლაგდებიან ერთმანეთისაგან უსაფრთხო მანძილზე - არანაკლებ ერთი მეტრის დაშორებით.


პრევენციული ზომები გატარდება მთელ იტალიაში - დაიკეტება მუზეუმები და საბუკმეკერო კანტორები, გაუქმდება მასობრივი ღონისძიებები, მათ შორის ფილმების დემონსტრაციები, სპექტაკლები და სპორტული შეჯიბრებები.

7 მარტისათვის, იტალიის ჯანმრთელობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ცნობილი იყო დაავადების 5061 შემთხვევა, რომელთაგან ლომბარდიაზე მოდიოდა  - 3420. მთელ ქვეყანაში აღირიცხებოდა გარდაცვალების 233 შემთხვევა.
 

ნანახია: (1682)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას