logo.png

9  მარტი, მაოხრებელი გზირი - სტალინი და მაღალიერარქის შეფასება

 

2013 წლის 29 ივლისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რუსული ტელეარხის "რაშ თუდეის" მიმომხილველ ნადეჟდა კევორკოვასთან ინტერვიუში სსრკ- კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი) რამდენჯერმე დადებით კონტექსტში მოიხსენია და განაცხადა: "სტალინი განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ. ასეთები იშვიათად იბადებიან. მან იცოდა რუსეთის მნიშვნელობა, მსოფლიო მნიშვნელობა".

პატრიარქის სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პლებსისათვის - მათ, ვისაც საკუთარი აზროვნების უნარი არა აქვს, ბრმად სჯერათ საეკლესიო საჭეთმპყრობელისა და მიწაში ჩამარხული ქვევრისა არ იყოს - რასაც ჩასძახებენ იმას ამოიძახებენ!

დღეს 9 მარტია. მოდით, უპირველესად, სწორედ მათ გასაგონად გავიხსენოთ:

1956 წლის 9 მარტის საჯარო გამოსვლებმა თბილისში ასობით ქართველის სიცოცხლე შეიწირა. თუ მათი სისხლი ომში სტალინის სახელით  იღვრებოდა, ახლა იმავე სტალინის სახელის გადასარჩენად დაიღვარა. მაოხრებელმა გზირმა კიდევ ერთხელ დასაჯა თანამემამულენი. მაგრამ მთავარი სასჯელი მას საკუთარი ხალხისთვის ჯერ კიდევ ომამდე ჰქონდა გამოტანილი - ეს იყო ბოლშევიკური რუსეთის ანექსიისას 1921 წელს და საერთო სახალსო აჯანყების დროს - 1924 წელს.

თავდაპირველად შევეხოთ 1921 წელს და გავეცნოთ  სდრ- ეროვნული გვარდიის ვიცე-მეთაურის, სოციალ-დემოკრატ დავით საღირაშვილის მოგონების ფრაგმენტს:

სტალინი ჩამოვიდა ფილისში და მოინდომა შეხვედრა აქაურ მუშებთან, რომლებიც მას 1907 წლის აქეთ აღარ ენახა. მისი ბრძანებით მოწვეულ იქნა დიდი კრება პლეხანოვის სახლში. მასთან მოვიდნენ შესახვედრად, მათ შორის, ძველი მუშები, როგორც ძმები ნინუები, დათიკო დვალი, ალექსანდრე დგებუაძე, ანდრო ჭიაბრიშვილიმშვენიერი ორატორი და ერთი მოწინავე მუშათაგანი და ბევრი სხვა.

კრება თვით სტალინმა გახსნა და დაიწყო იმით, რომ მიესალმა ტფილისის მუშებს ოქტომბრის რევოლუციის სახელით. ერთმა ძველმა მუშამ შენიშნა მას, რომ უკეთესი იქნებოდა, თავი დაანებოს ტფილისის მუშების როლზე ლაპარაკს და სთქვას, თუ რისთვის შეკრიბა მან ეს ხალხიმაშინ სტალინმა უცბად ტონი შეიცვალა და დაიწყო თავის გამართლება თავის მოქმედებაშიამის შემდეგ ადგა მუშა ალექსანდრე დგებუაძე და მიმართა მას შემდეგი სიტყვებით: “სოსო, ჩვენ მოვითხოვთ საბჭოთა ჯარების გაყვანას ჩვენი ქვეყნიდან. ჩვენ მოვითხოვთ მშვიდობიანობას, სისხლიღვრის შეწყვეტას!“

მას შემდეგ გამოვიდა სიტყვებით მთელი რიგი მუშებისა, აგრეთვე, პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ისიდორე რამიშვილი, რომელიც ამათრახებდა სტალინს მისი ღალატისა და იმ დაუსრულებელი უბედურებისათვის, რომელიც მოიტანა საბჭოთა ჯარების შემოჭრამ საქართველოში.

სტალინი პირდაპირ ბოლშევიკების ცკ- შენობისკენ გაემართა, სადაც მან ბრძანება შეეგროვათ ცკ- წევრები, რომლებსაც მიმართა: „დედლებო, ეს რასა ჰგავს, სადა სჩანს აქ ბოლშევიკური ხელი? აქ საჭიროა რკინის ცხელი უთო. მან მთელ საქართველოზე უნდა გაიაროს, რომ ძირიანად მოსპოს არსებული სული. აი, რა არის აქ საჭირო, თქვენ კი ეფერებით.“

1921 წელს „რკინის ცხელმა უთომ“ გადაიარა საქართველოზე და რაც რუსის ბოლშევიკურმა ჯარმა დააკლო საქართველოს, ორმაგად აზღვევინა სტალინის ბრძანებამ.

ახლა ვნახოთ 1924 წელს - როდესაც საქართველო აჯანყებისთვის ემზადებოდა - რეპრესირებულ ალექსანდრე პაპავას მოგონების მიხედვით:

იმ ზაფხულს სტალინი კისლოვოდსკში ისვენებდა. მისი ხშირი სტუმრები იყვნენ . ორჯონიკიძე, . ორახელაშვილი, . ელიავა, . კვირკველიადაცვას ხელმღვანელობდა . ბერია, რომელიც მაშინ საქართველოს პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე გახლდათ (ასე ერქვა მაშინ ჩეკას); უფროსი კი, ძველი ბოლშევიკი ეპიფანე კვანტალიანი იყო. სტალინი, გასაგები მიზეზების გამო, თვალყურს ადევნებდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს. როცა ყველა სადავე ჩეკას ხელში იყო, კვანტალიანმა სტალინისა და რესპუბლიკის ხელმძღვანელთა წინაშე დასვა საკითხი პრევენიული ზომების მიღების შესახებ, რაც აჯანყებას ჩაშლიდა. მისი წინადადება უარყვეს, გამოსვლები კი მოხდა. მაშინვე გავრცელდა ხმა, ასეთი იყო სტალინის ნებაო.

თუ რას ნიშნავდა სტალინის ნება, ამას იქვე განმარტავს ავტორი:

კვანტალიანის ინფორმაციას ყველა სულგანაბული უსმენდა. მხოლოდ ორჯონიკიძე იჩენდა მოუსვენრობას. ინფორმაციის შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. აშკარად იგრძნობოდა, რომ წინადადებამ, აჯანყების თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ყველანი დუმდნენ და სტალინს მისჩერებოდნენ.

 

ბოლოს სტალინმა ამოიღო ენა და შეგვეკითხა, რა აზრისა ხართო. ყველამ თანხმობა განვაცხადეთ. სტალინი ადგა, გაიარ-გამოიარა, ჩიბუხი დატენა, ერთიც გააბოლა და სარკასტული ღიმილით მოგვმართათქვენ თუ ასეთი ბრიყვები იყავით, ვერ წარმოვიდგენდი. როგორ შეიძლება ასეთი დიდებული შემთხვევის ხელიდან გაშვება. საქართველომ უსისხლოდ მიიღო რევოლუცია. ახლა საბაბი გვეძლევა მას სისხლი ვადინოთ და თქვენ ასეთ სულმდაბლობას და ლაჩრობას იჩენთო. დაე, გამოვიდნენ, რაც უფრო მასობრივი იქნება გამოსვლები, მით უკეთესი, არავინ დაზოგოთო“. თანაც მოითხოვა, რომ გამოსვლის დღეებში არც ერთი ჩვენგანი საქართველოში არ ყოფილიყო. მან თვით დაასახელა ორი ახალგაზრდა ჯალათი, რომელთაც უნდა ეხელმძღვანელათ დამსჯელი ოპერაციისათვის. ერთი მათგანი . ბერია იყო, მეორე სახ. კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე . ღოღობერიძე. სტალინმა არჩევანი იმით ახსნა, რომ ისინი არავითარი ყალბი ტრადიციებით არ არიან დამძიმებული. უფროსებს ნახევრად მენშევიკები გვიწოდა

 

ამას მოჰყვა შემზარავი ამბები: ზესტაფონის ჩიხში ყოვლად უდანაშაულო 600-800 ადამიანის ტყვიამფრქვევით დახვრეტა; ძირითადად ამოწყვიტეს დასავლეთ საქართველოს ინტელიგენცია, მრავალი ოჯახი ააწიოკეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავადაზნაურულ წოდებას ეკუთვნოდნენ. შემდეგ მასობრივი რეპრესიები, გადასახლებები და სხვადასხვა. ჯერაც დაუდგენელია მსხვერპლის საერთო რაოდენობა. ჩემი ვარაუდით, 15-ათასს აღწევს, აქედან დახვრეტილები არანაკლები 5-6 ათასისა .

ახლა კი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ პატრიარქის შეფასება და მიმდინარე ვითარების შესაბამისად დავასკვნათ - უდანაშაულო და ცილისწამებით დასჯილი მღვდლის - გიორგი მამალაძის შეწყალების გარეშე დატოვება გვიჩვენებს პატრიარქისაგან სტალინის პიროვნების განდიდების ლოგიკურობას!

ნანახია: (1772)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას