logo.png

Lela Chkhartishvili

”ამას წინათ ვუყურე... რაღაც ფილმი იყო ემიგრანტებზე, კინოსტუდია „გუთანის“ მიერ გადაღებული...აჩვენებდნენ ქართულ ოჯახებს...ქართველ ბავშვებს, რომლებიც ემიგრაციაში ცხოვრობენ...ერთი ერთმანეთზე ლამაზები იყვნენ ეს ბავშვები...ფილმის სულისკვეთება და მორალი ასეთი იყო...ვიღაც მეუფეები და მღვდლები  გამოდიოდნენ და მოუწოდებდნენ ამ  ხალხს, დაბრუნდითო საკუთარ სამშობლოშიო.  ასეთი ჯიში და გენი სხვა ქვეყნის სამსახურში არ უნდა იყოს ჩაყენებულიო... მერე აჩვენებდნენ ამ დროებით დაბრუნებული ემიგრანტებიდან, ზოგი მიწას ჰკოცნიდა... იჩოქებდა მშობლიურ მიწაზე... ტიროდა.. მოკლედ.. გულისამაჩუყებელი ნოსტალგიის გრძნობების ამოფრქვევა და ა. შ.
მე დავსვამ კითხვას: სამღვდელოებავ....სად ეპატიჟებით ამ ხალხს? რომელ სამშობლოში? იმ სამშობლოში ხომ არა, რომელიც თქვენ ჩააბნელეთ...დააძუნძგლიანეთ...თქვენი რუსეთუმე კაგებეშნიკური  „მოღვაწეობით“...ქრისტეს ეკლესია ფულის შოვნის წყაროდ რომ აქციეთ...ამბიონები რუსული პროპაგანდისთვის გამოიყენეთ... გამდიდრდით, გაზულუქდით და ქალები რომ მოგბეზრდათ, კაცებზე გადახვედით...ხორციელ აღვირახსნილობაზე ფიქრი ფუფუნებამ იცის.. თორემ აბა არსებობისთვის მებრძოლ ადამიანს სად სცალია გასართობად და სამაიმუნოდ?!..იმ სამშობლოში ხომ არა, სადაც უდანაშაულო პატიმარი დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში გიზით და კლავთ, იმიტომ რომ ამდენი სიბინძურე დაინახა და ვეღარ ჩაყლაპა?..და პრეზიდენტს შეაწმინდეთ ხელები..ვითომ იმან არ შეიწყალა...იმ სამშობლოში ხომ არა, შემთხვევით, სადაც მეუფე პეტრე სიმართლისთვის და უდანაშაულო ადამიანის გამოქომაგებისთვის ეპარქიიდან გააგდეთ და მისი აყვავებული ეპარქია გააოხრეთ?!...ჭყონდიდის ეპარქიის ბავშვთა სახლში (დღეში) სამჯერადი კვებიდან მენიუ ერთჯერადზე რომ დაიყვანეთ და დაძველებულ პროდუქტებს რომ აჭმევთ ბავშვებს, თქვენ რომ არ მოგაკლდეთ ასატრინის მწვადები მარხვაში და შვიდნიშნა ფასიანი  მანქანებით გრიალი...აღარ გავაგრძელებ, რადგან თქვენი „საგმირო“ საქმეების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს...
მოკლედ.. ნუ ფარისევლობთ.. და ყალბ გულის აჩუყებებს თავი დაანებეთ...მიზეზები ბევრია, რამაც  ქართველი ხალხი ემიგრანტებად აქცია...და ლომის წილი თქვენ რომ მიგიძღვით ყოველივე ამაში, შეგრცხვეთ მაინც და ფილმებს მაინც  ნუღარ იღებთ,  ნუ  გვიქადაგებთ და გვასწავლით, როგორ ვიცხოვროთ!”

წერს ლელა ჩხარტიშვილი. 

 

 

ნანახია: (521)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას