logo.png

ცრუპატრიარქის მორიგი “კაგებეშნიკური” წერილი” – მიტროპოლიტი პეტრე ცაავა პატრიარქის წერილზე

“ცრუპატრიარქის მორიგი “კაგებეშნიკური” წერილია, სავარაუდოდ მოსკოვის საპატრიარქოს დაკვეთით დაწერილი”, – ამ შინაარსის განცხადებით გამოეხმაურა მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წერილს, რომელიც ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს გუშინ გაუგზავნა.

მეუფე პეტრემ “თაიმერთან” საუბრისას აღნიშნა, რომ წერილი უკანონოდ გაუქმებული საქართველოს ეკლესიის თხუთმეტსაუკუნოვანი ავტოკეფალიის აღდგენის დღეს გაიგზავნა, რასაც მიტროპოლიტი დამატებით, შეურაცხმყოფელად თვლის.

“ცრუპატრიარქის მორიგი “კაგებეშნიკური” წერილია, სავარაუდოდ მოსკოვის საპატრიარქოს დაკვეთით დაწერილი. წერილი დათარიღებულია 25 მარტით, რუსეთის იმპერატორის მიერ, უკანონოდ გაუქმებული საქართველოს ეკლესიის თხუთმეტსაუკუნოვანი ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, რაც დამატებით შეურაცხმყოფელია. ვიმედოვნებთ, რომ როგორც ბოროტი ადამიანების მიერ ჯვარცმული ქრისტე აღსდგა და გაბრწყინდა მთელს დედამიწაზე, ასევე სიმართლე გაბრწყინდება ჯვრისმტვირთველ ივერიის ეკლესიაში, ვინაიდან შეუძლებელია, რომ ეკლესიის მართვის უფლება დაფუძნებული იყოს სიცრუეზე, ძალადობაზე და უკანონობაზე”, – განაცხადა ”თაიმერთან” საუბრისას მეუფე პეტრე ცაავამ.

მზეკო ჟვანია

ნანახია: (436)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას