logo.png

ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია ვრცელდება - დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება.

განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

დოკუმენტებში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე, მოსაყდრე შიოზე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძესა და პატრიარქთან დაახლოებულ სხვა პირებზე. 

ირკვევა, რომ პირდაპირ კონტროლდება მათი გადაადგილება და საბანკო ანგარიშებიც.

"არ არსებობს იმაზე ბოროტი და საშინელი სამსახური, სადაც მე რამდენიმე წელიწადი გავატარე. სათაური ასეთი არ აქვს, კეთილშობილია - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სინამდვილეში კი არაფერი არ უქმნის საფრთხე ჩვენს სახელმწიფოს, არაფერი არ ხრწნის ისე, როგორც ჩვენ. ჩვენ კიბო ვართ და მეც ერთ-ერთი მეტასტაზი ვარ. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თავიდან არც წარმომედგინა, ამის ნაწილი თუ გავხდებოდი. მეგონა რომ ჩემი ქვეყნის დაცვის წინა ხაზზე მივდივარ, თან მეგონა რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, წესებს ვიცავთ და დავიცავთ.

 ჩვენს გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენს სისუსტეებს, გიტეხავთ სახელს - ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის. ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან ყველაფერს საპატრიარქოში - ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება.

აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა. მე არ მეძებოთ, ვერ მიპოვით მაინც. ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით“, -  წერს პირი, რომელმაც დოკუმენტები გაავრცელა. 

ნანახია: (647)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას