logo.png

Zurab Aroshvili

 

"- მორიდებულად გამოუვიდა პანაშვიდის ჩამომთავრება. არა, იმიტომ კი არა, რომ ასე უნდოდა. უბრალოდ ასე გამოუვიდა. თვითონაც არ მოეწონა. აგერ უკვე 6 წელია

რაც მღვდელია და... განა მსახიობი უნდა იყოს მღვდელი - გაიფიქრა. თავის დასამშვიდებლად, მაგრამ ავტორიტეტი, სახე, ჰაბიტუსი? რაღაც შეებღალა და ეს აწუხებდა. ფარული მზერა მოავლო გარშემო მდგომთ. ვერაფერი ისეთი, მისთვის დამაკნინებელი ვერ შენიშნა. გასწორდა წელში და მკაცრად გადახედა იქ მყოფთ. ორმოცის ამბებთან დაკავშირებითაც ზუსტი რჩევები მისცა. და, თანდათან ხასიათიც გამოუკეთდა. ისევ ის გახდა, რაც მანამდე ეგონა საკუთარი თავი - მღვდელი. მღვდელი კი ეჰ. თქვენ გესმით ეს რას ნიშნავს? ნეტაი, ეს ხალხი როდის გაიგებს რას ნიშნავს - მღვდელი.

- გაექცა ფიქრები მღვდელს. რაღაც აღმატებული იგრძნო . ჰოო..., ეს ალბათ ის არის - მადლი.

- ისევ გაექცა ფიქრები.

ამან უფრო შეჰმატა თვითდაჯერებულობა. თავ აწეული სტოვებდა მიცვალებულს. ცოცხალთათვის ხომ საერთოდ აღარც შეუხედავს.

მაგრამ, იყო ერთი მაგრამ... წლების წინ შემთხვევით აგარაკზე , ჩეხოვის " არქიეპისკოპოსი" ჩაუვარდა და რაღაც მძიმე შთაბეჭდილება დაუტოვა. დათრგუნა. ეს გრძნობა წლებია მოჰყვება. რაღაც გაურკვეველი უსუსურობის. არა, უფრო უმწეობის, არარაობის გრძნობას იწვევდა და თრგუნავდა. ცდილობდა თავი გაემხნევებინა - ვინ არის ჩეხოვი ? მაგან რა იცის მღვდელი და ეპისკოპოსი?

არა. არ იფიქროთ უწმინდესის ბრმა მიმდევარი იყო. უბრალოდ, საპატრიარქოს მღვდელი იყო., რომელსაც გულწრფელად სწამდა, რომ მღვდელი ჩვეულებრივი ადამიანი არაა. რახან მღვდელია ის უკვე მეცნიერია ცისა და მიწისა. შიგადაშიგ კი თვითონაც ეპარებოდა ეჭვი . საკუთარ თავთან მარტო რომ რჩებოდა, მაგრამ გულს რამეს გადააყოლებდა ხოლმე...

არა, რა... ეს ჩეხოვი არ ამოსდიოდა თავიდან. განა ასე უსახურად, უსახელოდ განქარდა არქიეპისკოპოსი?

აღარც კი ახსოვდათო რამდენიმე წლის შემდეგო, კაცოო. ვაა... ნეტა სულ არ წაეკითხა."

წერს ზურაბ აროშვილი.

ნანახია: (599)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას