logo.png

Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე

 

"ოოოჰ როგორ საცოდავ დღეში ხარ ჩემო საქართველო.

სასტარტო შემადგენლობა იყო კატასტროფა..

შემადგენლობა რომ ვნახე, მივხვდი რომ თამაშს მინიმუმ ვერ მოიგებდნენ.

ისეთი შემადგენლობა გამოიყვანა სანიოლმა, რომელიც მიჩვეულია წაგებებს და თამაშობს ქვეცნობიერი აზრით "მაინც არაფერი გვეშველება".

ამ მარაქაშში არ ითვლებიან მხოლოდ რამდენიმე ლორია, კაშია კანკავა,

ეს ბიჭები სულ იბრძვიან, ოღონდ ახალგაზრდა დებიუტანტი წიტაიშვილი იყო დღეს ყველაზე უკეთესი.

მაგრამ მინდორზე არ იყო გუნდი.

არადა ნაკრების პოტენციალი ასეთ უვარგის თამაშშიც კი ჩანს.

არ მესმის ქვილითაიასი რა ვალი აქვთ ასეთი ჯიუტად რომ იწვევენ ნაკრებში.

ეს ბიჭი თამაშობს ჩამქრალი თვალებით და მხოლოდ ფაფხურობს.

ისეთი გრძნობა მქონდა რომ ნაკრებს საკუთარი ჩრდილის ეშინია.

უფრო კი იმ ვერსიას ვემხრობი რომ დაშინებული არიან.

ასეთი უკბილო და უნებისყოფო ნაკრები არც იმსახურებს დიდ ტურნირებზე თამაშის უფლებას.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ ნაკრების შემადგენლობის შერჩევას ისევ ფედერაცია კარნახობს.

მაშინ გასაგებია ყველაფერი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არის ქართული ფეხბურთის მესაფლავე.

კალაძე და კობიაშვილი

ოსტატურად კლავენ ქართულ ფეხბურთს და ქართულ სახელმწიფოს.

ფეხბურთელებს თვალები რომ ჰქონდეთ ანთებული ხალხი უნდა ვიყოთ მომართულ და ბედნიერ განწყობაზე.

ჰოდა ხალხს ბედნიერების რამე გვეტყობა?

მოსკოვის ჰიბრიდული ომის მიზანიც ეს არის რომ არ ვიყოთ ბედნიერები.

ფეხბურთში მოგებები რომ გვქონდეს ეს გაგვაბედნიერებდა.

საკუთარ თავს ვირწმუნებდით, ეროვნულ სიამაყეს და თავისუფლებას ვიგრძნობდით.

ეროვნული წარმატებებით ბედნიერი ხალხი კი ასეთ ხელისუფლებას და ამ უგვანო ოკუპანტ იმპერიასაც მოვუგრიხავდით კისერს, როგორც ერთხელ უკვე მოვუგრიხეთ როცა დიდი დინამო გვყავდა და უფრო დიდი საბჭოთა იმპერია ავაყირავეთ.

იმის მერე ჭკუა ისწავლა იმპერიამ და ჩანასახშივე გუდავს ყველაფერს რამაც შეიძლება გაგვაბედნიეროს.

ამაშია საქმე."

მიშა მშვილდაძის აფერისტობები ამომივიდა ყელში.

წაგებაც არის და წაგებაც.

ამ უგვანო სწორედაც რომ მაფიოზურად დაკვეთილი წაგების "გაპრავება" დაიწყო მშვილდაძემ..

დიდი ამბავიო, ან მოიგებ ან წააგებო.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ეს წაგება იყო დაკვეთა.

ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა ეს მატჩი რომ წაეგოთ.

ქართული ფეხბურთის დასაფლავების დაკვეთას კარგად ასრულებენ კალაძე და კობიაშვილი.

სანიოლის მოსვლით გუნდს დაეტყო პროგრესი და საწრაფოდ მიიღო ზომები მოსკოვმა ეს პროგრესი რომ შეეჩერებინა..

კვარაცხელია არ გაუშვეს ევროპაში და არ გამოუშვეს ნაკრებში. ტრამვის ორგანიზება სულაც არ არის რთული რუსულ ჩემპიონატში.

ნაკრების ამხანაგური მატჩი დანიშნულია ოფიციალური მატჩების მერე, უკან მიდევნებული ლამპარივით.. გუნდი ავარჯიშეს ფოთში, დააბანაკეს ქობულეთში.

შემადგენლობაში ჩაასმევინეს მაფიის ერთგული ფეხბურთელები. გუნდის თამაშის გაფუჭებას ერთიც ყოფნის.

ვისაც ეს სასაცილო ჰგონია და კონსპირაციების თეორიების არ სჯერა გაქანებული ჰიბრიდული ომის პირობებში ისინიც მინიმუმ მაფიის თანამძრახველები არიან, ან უბრალოდ არ ესმით სად ვართ.

ამ უგვანო, უნებისყოფო მატჩის ნებისმიერი "გაპრავება" იმის მაგვარი რომ ფეხბურთია და წაგება ჩვეულებრივი ამბავი ასევე არის მაფიოზური სისტემის თანამონაწილეობა.

არ იყო ნაკრების ეს წაგება ფეხბურთი.

უფრო სწორედ ფეხბურთის გარდა ერქვა ყველაფერი.

ეს იყო მორიგად ქართველი ერის მარცხი, რომელიც უზრუნველყვეს იმპერიის მორჩილმა მმართველებმა.

მშვილდაძე ცხელ გულზე გადამეყარა თავისი გაპრავებებით და პირდაპირ ვუთხარი რასაც ვფიქრობ..

რა თქმა უნდა არ მოეწონა და დამბლოკა რუსული გინებით..

ჰოდა ქენით ვინმემ სიკეთე და გადაეცით კონფორმისტ, ფსევდოპატრიოტ და ფსევდოოპოზიციონერ მშვილდაძეს ჩემგან ასევე რუსულად.

Баба с возу кобыле легче."

წერს თეიმურაზ ზაქრაძე.

ნანახია: (487)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას