logo.png

Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე

 

"ლიბერალური გლობალიზაციის, პირადად ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის წინააღმდეგი არიან:

ამერიკის რესპუბლიკური პარტიის უდიდესი ნაწილი, რესპების ბობოლა სპონსორები.

თავისთავად ოლიგარქიული მოსკოვი, ყველა სახის ოლიგარქიულ ავტოკრატიული რეჟიმები მსოფლიოში.

ნარკოკარტელები, ოფშორებში დამალული კაპიტალების პატრონები.

შავი ბაზრის კაპიტალი, რომელიც იარაღით და მონებით ვაჭრობაზე მდიდრდება.

ასევე ლიბერალური პოლიტიკის წინააღმდეგი არიან კორუფციონერები საერთაშორისო სტრუქტურებში და ქვეყნების ადგილობრივ ინსტიტუტებში.

რა თქმა უნდა ლიბერალური პოლიტიკა სძულს ოლიგარქიულ ქართულ ოცნებას, მაგრამ სძულს ასევე ქართულ ოპოზიციურ მემარჯვენე პოლიტიკურ კლასსაც.

ოღონდ თავს ზემოთ ძალა არ არის.

რამენაირად უნდათ რომ მოერგონ პროცესს და თავი მოაწონონ ლიბერალებს.

ვითომ ოპოზიციური ევროსაქები თავმომწონედ აშეარებენ იდეოლოგიურ ტესტს და აფიქსირებენ რომ არიან მარჯვენა ლიბერალები, ოღონდ ეს იგივე ხალხია რომელიც ობამას დროს კედელ კედელ დაათრევდნენ იგივე იდეოლოგიურ ტესტს და ეწეოდნენ მემარცხენე ლიბერალიზმის ღია, უტიფარ და ცინიკურ ბულინგს.

ასეთი ანტილიბერალი ოპოზიციის ხელში ასევე ანტილიბერალი ოცნების ხელისუფლება მოსკოვის გულის გასახარად ღიად უპირისპირდება ევროპას და ლიბერალურ პოლიტიკას..

სხვაგვარად ვერ მოიქცევიან, რასაც ჰქვია ერთი ადგილით ჰყავთ მოსკოვს დაჭერილები და ქვეყნის ლიბერალიზებაში ხელის შეშლა და ევროპისგან ჩამოშორება აქვთ დავალებული..

სხვანაირი ვერ მოიქცევა ლიბერალიზმის მოძულე ოპოზიციაც. ძალიანაც რომ მოინდომონ მათგან ლიბერალები ისევე გამოვა როგორც ჩემგან ჩინეთის იმპერატორი..

პოლიტკლასის ინტერესებში არ შედის არსებული ოლიგარქიული, კონსერვატიული სისტემის მოშლა და სამართლიანი ლიბერალური წესრიგის დამყარება.

ოპოზიციის საუბრები კოალიციაზე და რეფორმებზე უმეტესწილად პოპულისტურია.

ასეთი ოპოზიციის პირობებში ქართული ოცნება კიდევ ბევრ მავნებლობას გაბედავს.

გვეშველება რამე?

კი, ოღონდ

ლიბერალური პოლიტიკის ძალას თუ ირწმუნებთ.

ასე რომ კარგად დაფიქრდით ქართველებო ბაიდენის და ლიბერალების წინააღმდეგ ვის გვერდით დგახართ.

რეალურად ლიბერალიზმის ანუ თავისუფლების მტრებს ძალიან ცუდად აქვთ საქმე."

წერს თეიმურაზ ზაქრაძე.

ნანახია: (475)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას