logo.png

Tamaz Lomidze

 

"არის ცხოვრებაში განსაცდელები, რომელიც სასტიკ გამოცდას უწყობს, მაგალითად ოჯახის სიმტკიცეს; თუ მეუღლეების შეგნება, ერთმანეთისადმი სიყვარული და პასუხისმგებლობა რეალურად მყარი არ არის, ვერანაირად ვერ გაუძლებენ და სამწუხაროდ, აუცილებლად ინგრევა ხოლმე ოჯახები ასეთი განსაცდელისას. ნანგრევების შემხედვარე კი ხვდებიან, რაში მდგომარეობდა მათი შეცდომა, მაგრამ სამწუხაროდ ზიანი უკვე მომხდარია და დანგრეულის აღდგენა ხშირად შეუძლებელი ხდება. ამიტომაა საჭირო მუდმივი სიფხიზლე და დაკვირვება, რომ არ გეძინოს და დაასწრო განსაცდელს მზადყოფნა, სანამ თავს დაგატყდება და დაგანგრევს. ასევე ემართება საზოგადოებას, ქვეყანას, სახელმწიფოს. კორონა ეპიდემიამ უმძიმეს განსაცდელში ჩააგდო საქართველოს ხალხი, რომელიც უნარ-ჩვევებით სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ასეთ განსაცდელთან საბრძოლველად. როგორ შეძლებს ხალხი ასეთი მძიმე განსაცდელის დამარცხებას, როცა ისეთ ელემენტარულზე ვერ თანხმდებიან და ვერ ასრულებენ, როგორიცაა აცრა, ექიმების რეკომენდაციის უსიტყვო მორჩილება, პირბადის სწორად ტარება, ქორწილებზე და სუფრებზე უარის თქმა და ა.შ. ხალხის დიდი ნაწილი ელემენტარულად უუნაროა დაიცვას წესი და დაემორჩილოს კანონს. ძალიან, ძალიან გაუჭირდება ასეთ მოუმზადებელ საზოგადოებას ამ განსაცდელის დამარცხება. დღეს ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე მეტი, 81 ადამიანი გარდაიცვალა კორონა ვირუსით საქართველოში."

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

ნანახია: (475)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას