''ბოღმა, გულისწყრომა, დაუნდობლობა და გაბოროტება ხანდახან მოშურნეობის, სიმართლის დაცვის, ღვთის სჯულის ერთგულების, მოყვასზე ზრუნვის საფარველით და საბაბით შეეპარება ხოლმე გულს; არ დაუჯერო ამ დროს შენს მოშურნეობას, ის სიცრუე და თვალთმაქცობაა ანდა სიბრმავე გულისა, როგორ პავლე მოციქული გვასწავლის:''ნუღარამცა ხუალთ, ვითარცა სხუანი იგი წარმართნი ვლენან ამაოებითა გონებისა მათისაჲთა, დაბნელებულნი გულითა, უცხო-ქმნულნი ცხორებისაგან ღმრთისა, უმეცრებითა მით, რომელ არს მათ თანა საბრმითა გულისა მათისაჲთა'' (ეფ.4.17,18). ბრძენი კი გვირჩევს:''იყავ შენ მოსავ ყოვლითა გულითა შენითა უფლისა მიმართ და სიბრძნესა შენსა ნუ აჰყვები''(იგავ.3,5). ღმერთს არაფერი განადიდებს სიყვარულზე და სულგრძელებაზე მეტად, და არაფერი შეურაცხყოფს ისე, როგორც ბოღმა, გაბოროტება და ლანძღვა-გინება''.
წმ.იოანე კრონშტანტელი
მოამზადა გელასი აროშვილმა.
ნანახია: (458)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას