logo.png

Giorgi Geguchadze

 

"ჟურნალისტებო, ჯერ სად ხართ. თქვენ ჯერ კიდევ არ იცნობთ საპატრიარქოს, თუ რისი მკადრებლები არიან ისინი. დააფარეთ კიდევ ხელი მაღალ იერარქს და მეტს მოიგებთ.

ნანუკა ჟორჟოლიანიზე მეცინება, განსაკუთრებით. აქაოდა მეუფე პეტრეს შეხედულებებს არ ვიზიარებთ და ვემიჯნებითო  

ჰო, გაემიჯნეთ მეუფე პეტრეს, ერთადერთ ადამიანს, რომელმაც ამხილა ეს უმსგავსობანი, რასაც საპატრიარქო ანხორციელებს და ვნახოთ, რას მიაღწევთ. ჰო,

პატრიარქი იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც პატრიარქია, საჯარო მოხელეა, ქვეყნის და ეკლესიის სახეა, თორემ რიგითი მოქალაქე ილია შიოლაშვილი აბსოლუტურად არავის არ აინტერესებს, ეგეც იცოდეთ!

მედიას შეუძლია საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და არ გამოიყენოთ ეს საშუალება. მე გეტყვით, შედეგი რაც იქნება. კიდევ გაგრძელდება საპატრიარქოს მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმების, გინებების ფაქტები, თქვენ კი მიუძღვნით რამდენიმეწუთიან სიუჟეტს, მაქსიმუმ შაბათის ეთერში გავიდეს შედარებით სრული სახით და მოკვდა ეს თემა!

თქვენ უშვებთ ყველაზე დიდ შეცდომას, ჟურნალისტებო! აკრიტიკებთ ცალკეულ სასულიერო პირებს და კრინტს არ ძრავთ იმაზე, ვინც მათ უღმერთობას ლეგიტიმაციას აძლევს! აი, ამ ბარიერს თუ გადალახავთ, მხოლოდ შემდეგ გეშველებათ თქვენც და ქვეყანასაც!

აიფონა ნიკოლოზას ისევ მიიწვევთ ეთერებში, ილია მეორესაც პანეგირიკებს მიუძღვნით, სამაგიეროდ კი მისი რომელიმე მონაზონუკა (საუკეთესო შემთხვევაში) ამგვარად გამოგისტუმრებთ, როგორც ეგ ,,ბერმა" იოანემ გააკეთა, ან კიდევ კურთხეული კვერთხითა თუ ლახვრით გაგიმასპინძლდებიან!

სანამ არ გააკეთებთ ობიექტურ და კრიტიკულ სიუჟეტებს ილია მეორეზე, მანამდე აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვლება, კარგად დაიმახსოვრეთ ეგ!!!

ილია მეორეა მათი უღმერთობის ლეგიტიმაციისა და ხელშეუხებლობის გარანტი!"

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

ნანახია: (561)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას