logo.png

Lela Chkhartishvili

 

"მახსოვს, პირველად სახარება რომ წავიკითხე, უცებ ამ სიტყვებმა გადამასხვაფერეს კი არა, იმ მტანჯველ კითხვებზე პასუხი მაპოვნინეს, რომლებიც ქვეცნობიერად არის დალექილი ალბათ ყველა ადამიანის არსებაში..ქრისტე შეეკამათა ეშმაკს: .,,არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი"...მაშინ ეროვნული მოძრაობა ძალებს იკრებდა...ყველაფერი იღვიძებდა ირგვლივ... გაზაფხული დგებოდა.. ქვეყანაში, გულში..(რადგანაც მოზარდები ვიყავით)... ..დიდი ისტორიული გზის საყარი იწყებოდა.. გარეთაც და შიგნითაც...ისე მიხაროდა სახარების ეს სიტყვები. რაღაცნაირად ამაყი ვიყავი...დიდი წარმოდგენა მქონდა ადამიანზე და, ზოგადად, ადამიანობაზე...საბჭოეთში გაზრდილმა თაობამ არ ვიცოდით შიმშილი...მერაბ კოსტავა ხშირად ახსენებდა ხოლმე ბიბლიურ მოსეს, რომელსაც თავისი ერი აყვედრიდა ბორკილებიდან განთავისუფლებას...რადგან არ ესმოდათ მისი ფასი..მოჩვენებით ფიზიკურ კეთილდღეობას მისტიროდნენ...ვბრაზდებოდი ამ ხალხზე, როცა ვკითხულობდი..რადგან მოსე ბრაზდებოდა...მაინც უყვარდა ეს უმადური, ჯორივით გაუხედნავი ერი და ღმერთს მათ მფარველობას შესთხოვდა..ყველაფერი ბიბლიური სიზუსტით განმეორდა ჩვეს თავზეც...ჩვენ, ცოტა ხნით მაინც, უნდა გაგვეძლო და უნდა გვეთქვა უარი მიწიერ პურზე თავისუფლებისა და ზეციური პურის გულისათვის!. ეროვნული მოძრაობის ლიდერებს ფული არ ჰქონდათ, რომ ხალხს შეჰპირებოდნენ პურს და ამ გზით გაეყოლებინათ მასები...ქრისტეც ხომ ცარიელი ხელებით მოვიდა...რაღაც მაღალი და ,,საშიში" თავისუფლების აღთქმით..მას შეეძლო ქვები გადაექცია პურებად და კმაყოფილი კაცობრიობა, როგორც ფარა ისე გაედევნებოდა, მორჩილად. მაგრამ ქრისტემ ასე განსაჯა: ,,რა არის ის თავისუფლება, თუკი მორჩილება პურით იქნება ნაყიდი?"..ღმერთმა, ქართველ ერს, მოგვცა თავისუფლება.. ბრძოლისა და სისხლის ფასად...სწორედ ზეციური პურისთვის ასიათასობით ადამიანი გაჰყვა ეროვნული მოძრაობის თავკაცებს..მერე კი, რაც მოხდა, ყველამ ვიცით. რუსეთის მოდერნიზებულმა იმპერიამ ერთი მუჭა ვაი ქართველების, კრიმინალების, წითელი ინტელიგენციისა და სამღვდელოების გამოისობით ქვეყანა იქამდე მიიყვანეს, რომ ქართველი ერისთვის თავისუფლება სატანჯველად გადაიქცა..ბოლოს კი, ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრით გაოცებულმა, ფიზიკურად და მორალურად დასუსტებულმა ერმა იგი ლამის მესიად გამოაცხადა და შეჰღაღადა: ,,დაგვაპურე..რადგან ვინც დაგვპირდა ზეციურ პურს, არ მოგვცა იგი.. და არც გვჭირდება. გვიხსენი ზეციური პურისაგან (თავისუფლებისგან) და გამოგვკვებე მიწიერი პურით, რადგან არაფერია ჩვენთვის მიწიერ პურზე ნამდვილი"...და ბოლოს..ის პურიც არ აღირსა ხალხს...ახლა არც თავისუფლება გვაქვს და არც პური!"

წერს ლელა ჩხარტიშვილი.

ნანახია: (656)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას