logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

"2008 ან 2009 წელი იქნებოდა თბილისის სასულიერო აკადემიაში სწავლის პერიოდში, რამდენიმე სტუდენტმა ამხანაგმა, შეწუხებულებმა საქართველოს ეკლესიაში არსებული ამორალიზმის და საეკლესიო კანონების ტოტალური უარყოფით, მივაკითხეთ ცნობილ საეკლესიო პირსა და მქადაგებელს, დეკანოზ არჩილ მინდაშვილს, ვიცოდით რომ მამა არჩილი ძალიან გაბრაზებული იყო არსებული სიტუაციით და ცდილობდა კათოლიკოს-პატრიარქის იძულებას, რათა ემოქმედა საეკლესიო კანონიკის მიხედვით და ეკლესიის გაწმენდის პროცესი დაეწყო. ვისაუბრეთ პეტრე-პავლეს ეკლესიის ეზოში და გავუზიარეთ ერთმანეთს გულისტკივილი და ინფორმაციები. მან გვითხრა, დაწერეთ წერილი, ჩამოაყალიბეთ თქვენი გულისტკივილი და მოთხოვნები, ხელს ნუ მოაწერთ თქვენი უსაფრთხოებისათვის, მომეცით წერილი და მე ამ დღეებში ვაპირებ კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას და გადავცემ თქვენს წერილს და დავამატებ, რომ თქვენ მზად ხართ პირადად შეხვდეთ და ესაუბროთ თქვენი არგუმენტებით თუ თავად პატრიარქი საჭიროდ ჩათვლის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვეხარდა და დავწერეთ წერილი, კომპიუტერზე ამოვბეჭდეთ და გადავეცით მამა არჩილს იმედებით აღვსილებმა. ჩვენ მიამიტურად გვეჯეროდა, რომ ილია მეორეს სასულიერო პირთა ბევრ უმსგავსობაზე და დანაშაულებზე არ აქვს ინფორმაცია და ჩვენი წერილის შემდეგ და მამა არჩილის პოზიციის გათვალიაწინებ რაღაც იმოქმედებდა ეკლესიის და ქრისტიანული მორალის სასარგებლოდ. წერილში აღწერილი ხარჭიანი (უკანონო ცოლებიანი) ეპისკოპოსების, აღვირახსნილი მამათმავალი, მრუში, ნარკომანი სასულიერო პირების შესახებ და მოვითხოვდით მათ განკვეთას საეკლესიო კანონების მიხედვით და მრევლის დაცვის მიზნით.

მამა არჩილმა რამდენიმე დღეში მართლაც შესძლო აუდიენცია და დაპირება შეასრულა, ბევრი ესაუბრა არსებულ პრობლემებზე პატრიარქს, ჩვენი წერილიც ხელში გადასცა და ისიც უთხრა, რომ სტუდენტთა ჯგუფი მზადაა თქვენთან სასაუბროდ, თუ თქვენი უწმინდესობა ამას საჭიროდ ჩათვლისო. პატრიარქმა უპასუხა,წავიკითხავ წერილსო და გამოისტუმრა, კონკრეტულად ჩვენს დაბარებაზე კი არაფერი უპასუხა.

ამ ამბიდან რამდენიმე დღეში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოდის სემინარია-აკადემიაში და ტრადიციული მონოლოგი-ქადაგება-საუბრის დროს მომენტალურად საუბრის თემიდან გადაუხვია, თვალი მოავლო სტუდენტებით გაძეძგილ ვიწრო და გრძელ ფოიეს, სადაც დარბაზის უქონლობის გამო ტარდებოდა ხოლმე შეკრებები და ამბობს: "მე მესმის, რომ თქვენ ახალგაზრდები ხართ მაქსიმალისტები და გსურთ ყველაფერი კარგად იყოს ეკლესიაში და არანაირი დარღვევები არ ხდებოდეს, მაგრამ უნდა იცოდეთ რომ სანამ კაცობრიობა არსებობს, ცოდვა და მადლიც ყოველთვის იმეზობლებს და ამას უნდა შეეგუოთ!" ეს თქვა ძალიან გამოკვეთილად, ბრძანებლური და მენტორული ტონით და საუბრის თემაც სხვა სხვა საკითხზე გადააგდო. ეს მესიჯი, რა თქმა უნდა, წერილის ავტორ სტუდენტებს გვეკუთვნოდა და მაშინ კარგად გავიაზრე, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ჩემი და ჩემი ამხანაგების წერილზე გვპასუხობდა და მან ჩვენზე კარგად იცოდა ყველა შიდა საეკლესიო სიბინძურე და უფრო მეტიც იცოდა, ვიდრე ჩვენ აღვწერეთ წერილში, მაგრამ მისთვის ეს ყველაფერი ბუნებრივი იყო და არაფრის შეცვლას არც აპირებდა და არც ადარდებდა. არც ის უთქვამს, რაიმე გეჩვენებათ და აზვიადებთო, არც ის მოდით და ვისაუბროთ გულახდილადო, არამედ: ეს ყველაფერი ბუნებრივია და შეეგუეთ, ნუ ფართხალებთო. აი ესაა ილია მეორის მთელი პატრიარქობის ფილოსოფია და ავან-ჩავანი: მას არა თუ არ აწუხებს ამორალიზმი ეკლესიაში, პირიქით მფარველობს და ხელს უწყობს. შედეგიც სახეზეა, თუმცა გამოზომბირებული მრევლი ისევ ოსანას უგალობს მის კერპს…

ამ ამბებიდან ცოტა ხანში, 14 ოქტომბრის სვეტიცხოვლობას დეკანოზის უმცროსი ვაჟი, სემინარიის სტუდენტი, ერთი დღით დაიკარგა. სასულიერო სემინარია-აკადემიის პანსიონატში მირეკავს შეშინებული მამამისი, რომ სტუდენტებში მომეკითხა მისი ვაჟის ასავალ-დასავალი და შეძრწუნებული ამბობს: ვაიმე, პატრიარქთან ჩემი იმ საუბრის და საჩივრის პასუხად ხომ არ გამტაცეს შვილი ავაზაკებმა! შვილის გაუჩინარებით შეშინებული მამა აგონიაში იყო და უკვე წარმოსახვებში იყო, რომ შვილი მოუკლეს, ან რაღაც უბედურება შეამთხვიეს. გვიან ღამით, თუ დილით გაირკვა რომ ბიჭს მეგობრებთან ერთად უქეიფია მცხეთას, სასმელი დაულევია და ჩასძინებია სადღაც. საღ-სალამათი გამოჩნდა. ალბათ ეს მისი პირველი ბახუსი იყო ცხოვრებაში 

ჩვენმა კათოლიკოსმა კი ტკბილად გააგრძელა ეკლესიის დაბინძურება და ვირთხებით გადავსება და ამ ჯოჯოხეთად აქცია საქართველოს უძველესი, მოწამეობრივი და ისტორიული ეკლესია: განდეგილი ბერი ჟურნალისტს: "პირშისტი ხარ? პირში ხომ იღებ? შენი დედა დავეცი, იდი ნახუი!"

ქართული ენაც გამდიდრდა: "დედა დავეცი", "პირშისტი" და პორნოგრაფიის უფასო გაკვეთილიც მთელმა ერმა მიიღო, სალახანა მიტრ. ნიკოლოზ ფაჩუაშვილი კი გვიმტკიცებს, რომ მისი ბერი მან გამოასწორა და ადრე უფრო საშინლად მეტყველებდა. კი მაგრამ რას ეუბებოდა ასეთს მეუფე თუ მეფუნე ნიკოლოზს ბერი იოანე?! მეუფე, მეტრაკე ხომ არ ხარ? ხომ არ წაგკუზო?? ალბათ, თორემ რა არის იმაზე უარესი მეტყველება, რაც გუშინ მოვისმინეთ?!"

წერს დეკანოზზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (637)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას