logo.png

Giorgi Mumladze

"პრაიდის ხელშეშლა კი არა, ქართული ოცნების და საპატრიარქოს სპეცოპერაცია იყო კარვების ასაღებად!

მთელი სახელმწიფო ძალადობრივი მანქანა ჩაერთო, ჩვენი პროტესტის ჩახშობაში!

რომელიც ვერ გატეხეს შვიდი თვის მანძილზე!

პოლიციამ პირდაპირ მოუშვა კარვებზე მართული ზონდერები, რაც იყო უდიდესი ბოროტება!

ჩვენ გამოვიჩინეთ კეთილგონიერება და არ შევუწყვეთ ხელი სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას!

ამ ბარბაროსობაზე, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას და იმ საერთაშორისო აქტორებს, რომელთა ჩართულობით ვითომ განიმუხტა პოლიტიკური კრიზისი!

ამ დღემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვდგავართ სიმართლის და თავისუფლების მხარეს, რომელსაც ემტერება რუსული ძალა!

ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე!"

 

"ძვირფასო ოპოზიციის ლიდერებო, ჩვენ "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები დაგვარბიეს, დაგვილეწეს კარვები, ბოთლები დაგვიშინეს, გვაგინეს,

ზაალ უდუმაშვილი,

თინა ბოკუჩავა,

თამარ კორძაია,

ანი წითლიძე და სხვა, ვინც ეთერებში ხართ, თუ პირადად არ გვკითხულობთ, ეთერებში მაინც მოგვიკითხეთ, როგორ ვართ,

ცოცხლები ვართ თუ არა ამ ალყაშემორტყმულ ბრბოს ხელში.

განსხვავებული ორიენტაციის უნდა ვიყოთ მაინც და მაინც?

ან ის, რაც ჩვენს თავს ხდება ახლა არ შედის გამოხატვის უფლებების დარღვევაში?

ალბათ საკმარისად არ გვირტყეს, არ გვაგინეს, არ დაგვიჭირეს და არ გაგვანადგურეს, რომ თქვენი ყურადღება დავიმსახუროთ.

ოკ, თქვენს ნამუსზე იყოს ძვირფასო ლიდერებო და მადლობა მათ, ასობით აქტივისტს და გულშემატკივარს ვინც მოგვიკითხა და ნერვიულობს ჩვენზე.

დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ!"

 

"საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და წერტილი!

ცალკე რამე ჯგუფის გამოყოფა, რომ მათი უფლებები ირღვევა განსაკუთრებით, ამაზე აპელირება არის გულუბრყვილობა!"

წერს აქტივისტი გიორგი მუმლაძე.

ნანახია: (456)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას