logo.png

Ilia Jgharkava

 

"გადმოთარგმნეთ ქართველ „მართლმადიდებლებთან“ მიმართებით და ყველაფერს მიხვდებით:

„ფარისევლები შეადგენდნენ ერთ-ერთ იუდაურ სექტას, რომელიც აღმოცენდა III-II საუკუნეებში ქრისტეს შობამდე. თვით სიტყვა ნიშნავს „განსაკუთრებულს“, „გამოყოფილს“, „გამორჩეულს“, და ეს სახელწოდება მათ მიიღეს იმის გამო, რომ ცდილობდნენ სხვებზე მეტად გამორჩეულიყვნენ სჯულის გულმოდგინე აღსრულებით. დროთა განმავლობაში სჯულის დამატებებისა და ახსნა-განმარტებების სახით ფარისევლებმა შეადგინეს მრავალი გადმოცემა, უმთავრესად სჯულის გარეგანი, საწესჩვეულოებო მხარის შესახებ; ამ გადმოცემებს საღმრთო მნიშვნელობა მიანიჭეს და მოსეს სჯულს გაუთანაბრეს ისინი. თანდათანობით ფარისევლებმა განსაკუთრებული თემი შეადგინეს, ანუ განცალკევებულ სექტად ჩამოყალიბდნენ და, ზემოხსენებულ გადმოცემათა უმჯობესი აღსრულების მიზნით, გაურბოდნენ კიდეც ურთიერთობას ებრაელი ხალხის დანარჩენ ნაწილთან, როგორც აღმატებულნი მათზე. ხალხიც მათ უყურებდა როგორც განსაკუთრებულთ, საღმრთო სჯულის მკაცრად აღმასრულებელ ადამიანებს, რომლებიც, თითქოს, ხალხში რწმენისა და კეთილმსახურების შესანარჩუნებლად იღვწოდნენ, და დიდადაც პატივს სცემდნენ მას. მაგრამ გარეგანი კეთილმსახურებისა და გულმოდგინების საფარველქვეშ აღმაშფოთებელი პირმოთნეობა, გულგრილობა, უსულგულობა და უზნეობა იმალებოდა, რაც ცხადად გამოიხატა უფლის მამხილებელ სიტყვებში. ფარისევლებმა არ მიიღეს აღთქმული მესია - უფალი იესო ქრისტე და ჯვარს აცვეს იგი. ახალ დროში ფარისეველთა სექტამ, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მიიღო ხასიდების სახელწოდება.

მწიგნობრებად იუდეველებში იწოდებოდნენ, საერთოდ, ყველაზე წიგნიერი და განათლებული ადამიანები, რომელნიც განუმარტავდნენ ხალხს სჯულს და საჯაროდ ასწავლიდნენ და დამოძღვრავდნენ მათ, ანუ ესენი იყვნენ ეგრეთ წოდებული რაბინები (მოძღვრები) და სჯულის მასწავლებელნი; მწიგნობრებადვე იწოდებოდნენ სჯულის მეცნიერი ადამიანებიც, რომელთა დანიშნულებასაც შეადგენდა სადავო საკითხების, საეჭვო შემთხვევებისა და საქმეების გადაწყვეტა, რაც მოითხოვდა სჯულის ცოდნასაც და პრაქტიკულ გამოცდილებასაც; კვალად, მწიგნობრებივე იყვნენ მწერალნი და ნოტარიუსნი, რომლებიც სინაგოგებსა და სინედრიონებში მსახურობდნენ. ეს ნასწავლი იუდეველები ახალ აღთქმაში განსაკუთრებულ წოდებად არიან წარმოდგენილნი, განსხვავებულად ფარისეველთაგან; მაგრამ ისინი ხშირად უერთდებიან ფარისევლებს და დაკავშირებულნი არიან მღვდელმთავრებთან. მწიგნობართა უდიდესი ნაწილი მხოლოდ გადმოცემით ხელმძღვანელობდა და მათ არ ესმოდათ საღმრთო სჯულის სული; ამიტომ ისინი ცრუდ განმარტავდნენ სჯულს და ხალხის ბრმა წინამძღვარნი იყვნენ, რომელნიც პირმოთნედ ასრულებდნენ საღმრთო მცნებებს, ოდენ სხვათა მოსაჩვენებლად და კაცობრივი დიდების მისაღებად“.

წყარო: „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ."

წერს ილია ჯღარკავა.

ნანახია: (498)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას