logo.png

Giorgi Mumladze 

"ბოლო წლებია აქტიურად გვესმის, რომ უმცირესობებს ჩაგრავენ, მათ დაცვა სჭირდებათ და ა.შ

ამ საკითხებზე მუშაობენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოები, პოლიტიკური პარტიები, აქტიური სამოქალაქო ჯგუფები და ა.შ.

ბევრი რესურსი იხარჯება ამ მიმართულებით, როგორც ადამიანური, ისე მატერიალური.

შედეგი რა გვაქვს?

არაფერი!

საერთოდ არაფერი!

რატომ? იმიტომ რომ ფოკუსია არეული და ათმაგი რესურსიც რომ დავხარჯოთ ასე, როგორც ეხლა ვხარჯავთ, მაინც არაფერი იქნება!

როგორ უნდა მოვიქცეთ?

უნდა ვთქვათ სიმართლე!

სიმართლე კი ისაა, რომ ამ ქვეყანაში არც ერთი ადამიანის უფლება არაა დაცული, არც ერთის, თუ ის გავლენას და ძალაუფლებას არ ფლობს!

ანუ სახელმწიფო არ გვაქვს/კანონი შერჩევითია და იმიტომ სცემენ/ჩაგრავენ ჟურნალისტებს, აქტივისტებს, პოლიტიკოსებს, რელიგიური ნიშნით ადამიანებს, სექსუალური ნიშნით ადამიანებს და ა.შ, რომ ისინი არ არიან გაცხადებულად ხელისუფლების მომხრეები, ან მათთან დაახლოებული პირები და ვერ სარგებლობენ დაცვის/ძალის პრივილეგიით!

ეს არის სიმართლე და არა ის, რომ მხოლოდ რომელიმე ჯგუფის უფლებებია პრობლემა!

არა პრობლემაა, რომ ყველა დაუცველები ვართ!

ამიტომ, მთავარი იარაღი უსამართლობის და ჩაგვრის წინააღმდეგ: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობაა, რომელიც უნდა უზრუნველყოს თავისუფალმა და სამართლიანმა არჩევნებმა.

კი მთავარი, ამ პრობლემების დასამარცხებლად, არის ძალაუფლების არჩევნების გზით გადაცემის შესაძლებლობა, რომელიც არის იმის გარანტია, რომ ქუჩაში განსხვავებულობის გამო არ გვცემონ და დაგვჩაგრონ!

თუნდაც, ის ჯგუფები, რომლებიც ეხლა ღირსების მარშის ირგვლივ, ორგანიზებაში პროაქტიულად არიან ჩართულები, მათ უნდა ესმოდეთ, რომ სანამ პრობლემის სათავისთვის მოსაგვარებლად არ გავერთიანდებით, ცალკე აღებული, ვიწროდ ამ სულისკვეთებით, იგივე მოცემულობაში ვიცხოვრებთ!

ძალადობრივი და კრიმინალური ჯგუფების, რომელიც ქართული ოცნების მთავარი დასაყრდენია, წინააღმდეგ ბრძოლას თუ ვერ მოვიგებთ, არც ერთ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მისი უფლება დაცულია!

ამიტომ, ერთად უნდა ავაშენოთ ნამდვილი სახელმწიფო, რომელიც დაეფუძნება

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას!

სადაც ზოგი იცეკვებს, ზოგი იმღერებს, ზოგი მარშს მოაწყობს და ზოგი ილოცებს, თავისუფალი ნების შესაბამისად!

ძალა ერთიანობაში და მრავალფეროვნებაშია."

წერს გიორგი მუმლაძე.

ნანახია: (493)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას