logo.png

Maia Archvadze

 

"არა, მე არა, ეს პეპლებია!

მზის წნულთან ახლოს შეკრებილი ფრთათა ფარფატი

თითებთან მოდის

და როცა სისხლი, ჩემი უკვე გაგვირილდება,

აილანძება მშრალ სასასთან უთქმელი სიტყვა.

გვიან იქნება.

შორიდან მოდის ბალბის სუნი, მერე ლავანდის,

გაბრუებულს მოგეჩვენა, რომ მე ვცახცახებ.

არა, მე არა, ეს პეპლებია!

მე პეპლებს ვყლაპავ

რახანია, სხვადასხვა ფერებს, ჭრელებს, იისფერს,

ბალახისფერს, თეთრითუთისფერს,

მზის წნულს ეწვნება ფრთათა ფარფატი.

არა, მე არა, ეს პეპლებია!

შენ მოგეჩვენა, რომ მე ვცახცახებ,

მე პეპლებს ვყლაპავ და მაშინ, როცა ძალიან ღრმად

ამოვისუნთქებ სივრცეს დავქარგავ,

ჩემს და შენს შორის, რომ სულ გახსოვდე,

თან უჩემოდ გაგიადვილდეს.

არა, მე არა, ეს პეპლებია,

მოგეჩვენა, რომ მე ვცახცახებ."

 

რეჟისორი მაია არჩვაძე.

ნანახია: (665)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას