logo.png

George Tiginashvili

"ბიბლიიდან, ესაია წინასწარმეტყველის ღია წერილი საქართველოს ეკლესიის სინოდს:

"ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი" (ესაია 1,6).

"ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვენ სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვენ გომორელებო!" (ესაია 1,10).

"ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!" (ესაია 1,15).

"როგორ ქცეულა მეძავად ერთგული ქალაქი! სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ, ახლა კი კაცისმკვლელები არიან" (ესაია 1,21).

"შენი მთავრები განდგომილნი არიან და ქურდთა თანამზრახველები; ყველას ქრთამი უყვარს და მოსაკითხებზე ნადირობენ; ობოლს არ იკითხავენ და ქვრივის საჩივარი არ სწვდებათ" (ესაია 1,23).

"სიონი სამართლით გამოისყიდება და მისკენ მოქცეულნი - სიმართლით!" (ესაია 1,27).

"ძლიერი ძენძად იქცევა და მისი საქმე - ნაპერწკალად; ორივე ერთად აბრიალდება და ჩამქრობი არავინ იქნება". (ესაია 1,31).

"და ყოველგვარი კერპი გაცამტვერდება". (ესაია 2,18)."

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (469)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას