logo.png

Tamaz Lomidze

 

"ერთხელ ქრისტეს ჰკითხეს ფარისევლებმა: რატომ ჭამენ შენი მოწაფეები პურს ხელის დაბანის გარეშეო. რადგან იუდეველებს წინაპართაგან გადმოცემა ჰქონდათ, ჭამის წინ რიტუალურად დაებანათ ხელები. თუ ამ რიტუალს არ შეასრულებდა და ისე შეჭამდა, გაუწმინდურებულად ჩაითვლებოდა იუდეველი კაცი. ქრისტემ კი უთხრა მათ, რომ თვალთმაქცობაა მათი შეთხზული ამგვარი წესები, რადგან ადამიანის მოგონილია და არა ღმერთის. გაგიუქმებიათ ღმერთის მცნება და კაცის მოგონილს ასრულებთო, ამხილა უფალმა. შემდეგ დაუძახა ხალხს და უთხრა: - მისმინეთ და შეიმეცნეთ: არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს. ვისაც ყურები აქვს მოსასმენად, ისმინოს. ხალხი რომ წავიდა, მოწაფეებმა, რომელთაც თავადაც ვერ გაიგეს ამ მცნების აზრი, ჰკითხეს: რას ნიშნავს ეგ სიტყვებიო. მან კი უთხრა: "ნუთუ არ გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა? ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის... და თქვა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს. ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი, სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება. ყოველივე ეს შ ი გ ნ ი დ ა ნ გამოდის და ბილწავს კაცს." (მკ. 7, 18-23) ანუ არაფერს, რაც გარედან მოქმედებს ჩვენზე არ შეუძლია ჩვენი შებილწვა, არამედ მხოლოდ მას, რაც ჩვენგან გამოდის ძალუძს ჩვენი შებილწვა.

აქედან დასკვნა: თუ შენი გული არ მიიდრიკება ბოროტისკენ, თუ თავად შენი გული არ აირჩევს ბოროტს, თუ შენი გული არ უარჰყოფს ღმრთის მცნებებს და თუ შენი გულიდან არ დაიწყებს გამოსვლას ცოდვა, გარედან, თუნდაც ძალადობით მოსულ არავითარ ბეჭედს და არცერთ დამღას არ შეუძლია შენი სულიერი შებილწვა. ამას გვიბრძანებს იესო ქრისტე."

დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნანახია: (627)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას