logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

"კიდევ ერთი მაგალითი როგორ იხრწნებოდა ეკლესია ილია მეორის ჟამს დაჩქარებული ტემპებით:

1979 წელს ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჭყონდიდელმა მთავარეპისკოპოსმა იოანე ანანიაშვილმა (შემდგომში პედოფილიის გამო დაჭერილ-გასამართლებულმა) დაჩქარებული წესით ორი თვის ფარგლებში მონაზვნად (ანუ ბერად), დიაკვნად და მღვდლად აკურთხა ზუგდიდელი ბეჯით "ბენედიქტე" ჯალაღონია და უწოდა სახელად მამა ალექსი. მომდევნო წელს მღვდელმონაზონ ალექსის იღუმენის წოდება მიანიჭა ილია მეორემ. ამ ჯალაღონიამ, ჯერ კიდევ მცხეთის სემინარიის სტუდენტმა, სვეტიცხოვლის არქიმანდრიტ პართენის თანამონაწილეობით 1968 წელს მოაწყო ამბოხება, რომელშიც მცხეთის მრევლის ნაწილიც მონაწილეობდა და ბოდბეში თავი გამოაცხადა წმ. ნინოს მიერ ეპისკოპოსად ხელდასხმულმა და იწოდა "მეუფე ბენედიქტედ". საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ეს იყო უპრეცედენტო ავანტურა და მკრეხელობა. ეფრემ მეორემ ყველა დასაჯა, ჯალაღონია კი ანათემას გადასცა. აი ეს ანათემირებული ავანტურისტი კაცი, რომელიც ალბათ ფსიქიკურადაც ვერ იყო ჯანსაღი, ილია მეორემ დასწრაფებული წესით სასულიერო წოდებებში აიყვანა და იღუმენად აქცია სულ რაღაც რამდენიმე თვეში.

1990-იანების დასაწყისში იღუმენმა ალექსიმ განიმოსა და ცოლი შეირთო, სინოდური განკვეთა კი არ მომხდარა. დღეს ისევ ეპისკოპოს ბენედიქტედ აცხადებს თავს ჯალაღონია.

საეკლესიო პატერიკული გადმოცემით, რომის პატრიარქ წმ. ლეონ დიდს გამოეცხადა წმ. პეტრე მოციქული და აუწყა, რომ უფალი ყველა ცოდვას შეუნდობდა, გარდა უღირსი პირების სასულიერო ხარისხებში კურთხევისა. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ, რა ელოდება მას ღვთის სამსჯავროზე, რომელმაც ეკლესია ავაზაკთა ქვაბად აქცია... მოწყალება და დიდსულოვნება კი არაა უღირსთა ხელდასხმები და ვითომ შენდობები, და ბრბოს ძახილი " რა მოწყალეა უწმინდესი", არამედ ესაა მომაკვდინებელი ცოდვა, რომელიც ეკლესიის ნამდვილი მტრობა და შეურაცხყოფაა."

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (558)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას